20.04.2024
KA  
 
24 ნოემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
23.11.2023
ფოტო

ბარუხ სპინოზა
1632 წლის 24 ნოემბერს დაიბადა ბარუხ სპინოზა (ნამდვილი სახელი - ბენედიქტ სპინოზა) (Baruch Spinoza-Benedito de Espinosa 1632 – 1677) - ებრაული წარმოშობის ნიდერლანდელი ფილოსოფოსი. (იხილეთ ვიდეო)

ალექსანდრე სუვოროვი
1729 წლის 24 ნოემბერს დაიბადა ალექსანდრე სუვოროვი (Алекса́ндр Васи́льевич Суво́ров 1729—1800)  - რუსი მხედართმთავარი, სამხედრო თეორიტიკოსი, გენერალისიმუსი, რუსეთის სამხედრო გმირი. (იხილეთ ვიდეო)

დეილ კარნეგი
1888 წლის 24 ნოემბერს დაიბადა დეილ კარნეგი (Dale Breckenridge Carnegie 1888 – 1922) - ამერიკელი პედაგოგი, მწერალი, ფსიქოლოგი, პოპულარული წიგნების ავტორი, რომელთა ძირითად თემას წარმატებისა და ადამიანთა მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვების მეთოდიკა წარმოდგენდა. (იხილეთ ვიდეო) 

1908 წლის 24 ნოემბერს დაიბადა ედუარდ ნეგრებეცკი (1908-1985)-მეოცე საუკუნის 30-50 წლებში სსრ კავშირის ერთ-ერთი უძლიერესი ჩოგბურთელი. სპორტის დამსახურებული ოსტატი(1948). ამიერკავკასიის სპარტაკიადის ჩემპიონი.1928 წლის საკავშირო სპარტაკიადის "ვერცხლის"მედალოსანი ამიერკავკასიის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. მრავალგზის სსრკავშირის ჩემპიონი ყველა თანრიგებში. საბჭოთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი(1954-1960).

 

ჯერალდინ ფიცჯერალდი
1913 წლის 24 ნოემბერს დაიბადა ჯერალდინ ფიცჯერალდი (Geraldine Fitzgerald 1913 — 2005) - ირლანდიული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

 

Spider Robinson
1948 წლის 24 ნოემბერს დაიბადა სპაიდერ რობინსონი (ნამდვილი სახელი - პოლ რობინსონი) (Spider Robinson) - კანადური წარმოშობის ამერიკელი მწერალი-ფანტასტი. (იხილეთ ვიდეო)

ემირ კუსტურიცა
1954 წლის 24 ნოემბერს დაიბადა ემირ კუსტურიცა (Emir Kusturica) - სერბი რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი, მრავალი ევროპული კინოფესტივლის ჯილდოს მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

ქეთრინ ჰეიგლი
1978 წლის 24 ნოემბერს დაიბადა ქეთრინ ჰეიგლი (Katherine Heigl) - ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

 
 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE