30.04.2024
KA  
 
31 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
30.03.2024
ფოტო

Joseph Haydn
1732 წლის 31 მარტს დაიბადა იოზეფ ჰაიდნი (Franz Joseph Haydn 1732-1809) - ავსტრიელი კომპოზიტორი.  (იხილეთ ვიდეო)

1898 წლის 31 მარტს პარიზში დაიბადა იან ჰომერი-საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. იან ჰომერი-საქართველოს ჩოგბურთის დამფუძნებელი,მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი. ამიერკავკასიის ნაკრები გუნდის წევრი-პირველ საკავშირო სპარტაკიადის(1928)-ვერცხლის მედალოსანი.
იან ჰომერს ქართული ჩოგბურთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, ის ცამეტი წლის ასაკში უკვე ჭიათურის ჩემპიონი იყო, ხოლო  უკვე 20 წლის ასაკში 9 წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონობას ინარჩუნებდა (1927 წლამდე). მოგვიანებით პირველობა მისმა მოსწავლეებმა გადაიბარეს, გამოჩენილმა ჩოგბურთელებმა ედუარდ ნეგრებეცკიმ და არჩილ მდივანმა.
საქართველოში ჩოგბურთის განვითარება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ რაც ინგლისური ფირმა “Forward and Salinas” -ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ ჭიათურის მოსახლეობას ახალი თამაში გააცნო. მაშინ ინგლისელებმა ჭიათურაში ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. იან ჰომერი, სწორედ, ჭიათურაში გაეცნო ჩოგბურთს. ქართული საჩოგბურთო სკოლის განვითარება, სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო. პირველად იყო ჭიათურა, შემდეგ თბილისი, ბათუმი და მოგვიანებით სხვა ქალაქები.  https://www.youtube.com/watch?v=omApEGB83bg 

 

ეიფელის კოშკი
1889 წლის 31 მარტს ეიფელის კოშკი (Eiffel Tower) ოფიციალურად გაიხსნა.  კოშკის კონსტრუქტორი გიუსტავ ეიფელი (Alexandre Gustave Eiffel).  (იხილეთ ვიდეო)

Clemens Krauss
1893 წლის 31 მარტს დაიბადა კლემენს კრაუსი (Clemens Heinrich Krauss 1893-1954) - ავსტრიელი დირიჟორი. (იხილეთ ვიდეო)

Mercedes-Benz
1901 წლის 31 მარტს გამოვიდა «Mercedes-Benz»-ის პირველი ავტომობილი.  (იხილეთ ვიდეო)

ვირჯინიის კუნძულები
1917 წლის 31 მარტს  აშშ დანიისგან ვირჯინიის კუნძულებს (Virgin Islands) 25 მილიონ დოლარად ყიდულობს.  (იხილეთ ვიდეო)

John Fowles
1926 წლის 31 მარტს დაიბადა ჯონ ფაულსი (John Robert Fowles 1926-2005) - ინგლისელი მწერალი.  (იხილეთ ვიდეო)

იური ვასაძე
1930 წლის 31 მარტს დაიბადა იური ვასაძე (1930–2006)- ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Nagisa Oshima
1932 წლის 31 მარტს დაიბადა ნაგისა ოსიმა (Nagisa Oshima 1932-2013) - იაპონელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ზვიად გამსახურდი
1939 წლის 31 მარტს დაიბადა ზვიად გამსახურდია (1939 წლის 31 მარტი — 1993 წლის 31 დეკემბერი) - საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1993).  (იხილეთ ვიდეო)

Volker Schlöndorff
1939 წლის 31 მარტს დაიბადა ფოლკერ შლონდორფი (Volker Schlöndorff) - გერმანელი კინორეჟისორი, ოსკარის მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

Christopher Walken
1943 წლის 31 მარტს დაიბადა კრისტოფერ უოკენი (Christopher Walken) - ამერიკელი მსახიობი, ოსკარის მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

Link Wray
1958 წლის 31 მარტს ლინკ რეის (Link Wray 1919-2005) ინსტრუმენტული კომპოზიცია «Rumble» სინგლის სახით გამოიცა, რომელმაც როკ-მუსიკის განვითარებაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა.  (იხილეთ ვიდეო)

Ewan McGregor
1971 წლის 31 მარტს დაიბადა იუან მაკგრეგორი (Ewan Gordon McGregor) - შოტლანდიელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ნინო გაჩეჩილაძე
1980 წლის 31 მარტს დაიბადა ნინო გაჩეჩილაძე - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

31 მარტის რეფერენდუმი
1991 წლის 31 მარტს საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გაიმართა, რომელზეც გამოკითხულთა 98 % დადებითი პასუხი გასცა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE