25.04.2024
KA  
 
20 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
19.03.2024
ფოტო

City Bank of New York
1831 წლის 19 მარტს აშშ-ში ბანკის პირველი ძარცვა დაფიქსირდა. ინგლისელმა ემიგრანტმა ედვარდ სმიტმა გაიტაცა City Bank of New York-დან 245 000 დოლარი (იმ დროისთვის გიგანტური თანხა). დამნაშავე მალე დაკავებული იქნა. მას ხუთი წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ამავე დროს გატაცებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაბრუნებული იქნა (იხილეთ ბმული).  (იხილეთ ვიდეო)

Uncle Tom's Cabin
1852 წლის 20 მარტს ამერიკელმა მწერალმა ჰარიეტ ბიჩერ სტოუმ (Harriet Beecher Stowe 1811 – 1896) „ბიძია თომას ქოხი“  (Uncle Tom's Cabin) გამოაქვეყნა. (იხილეთ ვიდეო)

Republican Party
1854 წლის 20 მარტს აშშ-ში ჩამოყალიბდა რესპუბლიკური პარტია (Republican Party). (იხილეთ ვიდეო)

Beniamino Gigli
1890 წლის 20 მარტს დაიბადა ბენიამინო ჯილი (Beniamino Gigli 1890-1957) - იტალიელი საოპერო მომღერალი (ტენორი) და მსახიობი, მიჩნეულია ენრიკო კარუზოს „მემკვიდრედ“. (იხილეთ ვიდეო)

Святослав Рихтер
1915 წლის 20 მარტს დაიბადა სვიატოსლავ რიხტერი (Святосла́в Теофи́лович Ри́хтер 1915-1997) - XX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი რუსი პიანისტი. (იხილეთ ვიდეო)

Albert Einstein
1916 წლის 20 მარტს ალბერტ აინშტაინი (Albert Einstein 1879 – 1955) ფარდობითობის თეორიას (General relativity) აქვეყნებს. (იხილეთ ვიდეო)

ნანა მჭედლიძე
1926 წლის 20 მარტს დაიბადა ნანა მჭედლიძე (1926-2016) — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ოთარ ჭილაძე
1933 წლის 20 მარტს  დაიბადა ოთარ ჭილაძე (1933-2009)  ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი და დრამატურგი. 1998 წელს, ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. (იხილეთ ვიდეო)

Erwin Neher
1944 წლის 20 მარტს დაიბადა ერვინ ნეიერი (Erwin Neher) - გემანელი ბიოფიზიკოსი  ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი (1991). (იხილეთ ვიდეო)

თეიმურაზ ბაბლუანი
1948 წლის 20 მარტს   დაიბადა თეიმურაზ ბაბლუანი — ქართველი კინორეჟისორი, მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Carl Palmer
1950 წლის 20 მარტს დაიბადა კარლ პალმერი (Carl Frederick Kendall Palmer) - ინგლისელი როკ-მუსიკოსი (drummer). მონაწილეობდა შემდეგ ჯგუფებში:  ”The Crazy World of Arthur Brown““Atomic Rooster”“Emerson, Lake and Palmer” და “Asia”.  (იხილეთ ვიდეო)

William Hurt
1950 წლის 20 მარტს დაიბადა უილიამ ჰარტი (William McChord Hurt 1950–2022) - ამერიკელი მსახიობი, პრემია „ოსკარის“ ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

David Thewlis
1963 წლის 20 მარტს  დაიბადა დევიდ ტიულისი (David Wheeler) - ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

Fernando Torres
1984 წლის 20 მარტს დაიბადა ფერნანდო ტორესი  (Fernando José Torres Sanz)  - ესპანელი ფეხბურთელი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი.  (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE