19.04.2024
KA  
 
18 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
17.03.2024
ფოტო

დანიელ ჭონქაძე
1830 წლის 18 მარტს დაიბადა დანიელ ჭონქაძე (1830-1860) - ქართველი მწერალი. (იხილეთ ვიდეო)

Grover Cleveland
1837 წლის 18 მარტს დაიბადა გროვერ კლივლენდი (Stephen Grover Cleveland 1837 – 1908)  - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. აშშ-ს რიგით 22-ე (1885-1889) და 24-ე (1893-1897) პრეზიდენტი. აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც  ორჯერ იყო პრეზიდენტად არჩეული, მაგრამ არა ზედიზედ. (იხილეთ ვიდეო)

Николай Андреевич Римский-Корсаков
1844 წლის 18 მარტს დაიბადა ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი (Николай Андреевич Римский-Корсаков 1844 – 1908 ) - რუსი კომპოზიტორი, პედაგოგი, დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე და მუსიკალური კრიტიკოსი. (იხილეთ ვიდეო)

American Express
1850 წლის 18 მარტს ორმა ამერიკელმა ბიზნესმენმა ჰენრი უელსმა (Henry Wells) და უილიამ ფარგომ (William Fargo) საფინანსო კომპანია «American Express»-ი დააფუძნეს.  (იხილეთ ვიდეო)

Rudolf Diesel
1858 წლის 18 მარტს დაიბადა რუდოლფ დიზელი (Rudolf Christian Karl Diesel 1858-1913) - გერმანელი ინჟინერი და გამომგონებელი, დიზელის ძრავის შემქმნელი. (იხილეთ ვიდეო)

Neville Chamberlain
1869 წლის 18 მარტს დაიბადა ნევილ ჩემბერლენი (Arthur Neville Chamberlain  1869 – 1940) - ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, 1937 – 1940 წლებში პრემიერ მინისტრი. რომელმაც ხელი მოაწერა მიუნხენის 1938 წლის შეთანხმებას (Munich Agreement). (იხილეთ ვიდეო)

Stanley Cup
1892 წლის 18 მარტს ჰოკეიში წლის საუკეთესო გუნდისთვის პრიზი - „Stanley Cup“-ი დაწესდა. (იხილეთ ვიდეო)

Ajax
1900 წლის 18 მარტს საფეხბურთო კლუბი „აიაქსი“  (Amsterdamsche Football Club Ajax) ჩამოყალიბდა. (იხილეთ ვიდეო)

René Clément
1913 წლის 18 მარტს დაიბადა რენე კლემენი (René Clément 1913-1996) - ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

Luc Besson
1959 წლის 18 მარტს დაიბადა ლუკ ბესონი (Luc Besson) - ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

Vanessa L. Williams
1963 წლის 18 მარტს დაიბადა ვანესა უილიამსი (Vanessa Lynn Williams) - ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი და მოდელი, 1984 წელს იგი ისტორიაში შევიდა,  როგორც პირველი ფერადკანიანი „Miss America“-სტიტულის მფლობელი. (იხილეთ ვიდეო) (მომღერლის ვიდეო)

ლევან წულაძე
1965 წლის 18 მარტს დაიბადა ლევან წულაძე -  ქართველი რეჟისორი და მსახიობი. მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2006 წლიდან). (იხილეთ ვიდეო)

თემურ ქეცბაია
1968 წლის 18 მარტს დაიბადა თემურ ქეცბაია - ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. (იხილეთ ვიდეო)

Jimi Hendrix
1968 წლის 18 მარტს ჟურნალ «Newsweek»-მა დაასახელა ჯიმი ჰენდრიქსი (Jimi Hendrix 1942 – 1970)  როგორც - „მსოფლიოში ყველაზე ეფექტური და ორიგინალური გიტარისტი“. (იხილეთ ვიდეო)

Bee Gees
1978  წლის 18 მარტს რვა კვირის განმავლობაში ამერიკული ჰიტ-აღლუმის სათავეში ჯგუფი «Bee Gees»-ი სიმღერით «Night Fever» მოექცა. (ჯგუფის ვებ-გვერდი)(იხილეთ ვიდეო)

Adam Levine
1979 წლის 18 მარტს დაიბადა ადამ ლევინი (Adam Noah Levine) - ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი, ჯგუფი „Maroon 5“-ის ვოკალისტი და გიტარისტი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Lily Collins
1989 წლის 18 მარტს დაიბადა ლილი კოლინზი (Lily Jane Collins) - ამერიკელი მსახიობი და მოდელი. მუსიკოსი ფილ კოლინზის (Phil Collins) შვილი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE