25.04.2024
KA  
 
1 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
28.02.2024
ფოტო

Sandro Botticelli
1445 წლის 1 მარტს დაიბადა სანდრო ბოტიჩელი (ნამდვილი სახელი: ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი Alessandro di Mariano di Vanni Filipepi 1445-1510) - ფლორენტინის სკოლის წარმომადგენელი იტალიელი ფერმწერი. (იხილეთ ვიდეო)

USA
1790 წლის 1 მარტს აშშ-ს მოსახლეობის პირველი აღრიცხვა ჩატარდა. შედეგიდან გამომდინარე ქვეყანაში 3 929 214 ადამიანი ცხოვრობდა. ინდიელები აღრიცხვაში არ მონაწილეობდნენ.  

Alan Gardiner
1879 წლის 1 მარტს დაიბადა ალან გარდინერი (Alan Henderson Gardiner 1879 - 1963)  - ინგლისელი ეგვიპტოლოგი და ლინგვისტი. (იხილეთ ვიდეო)

Archer John Porter Martin
1910 წლის 1 მარტს დაიბადა არჩერ ჯონ პორტერ მარტინი (Archer John Porter Martin 1910 - 2002) - ინგლისელი ბიოფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1952). 

ალბერტ ბერის ნახტომი
1912 წლის 1 მარტს სენტ-ლუისში (St. Louis) ალბერტ ბერიმ (Albert Berry) მოძრავი თვითმფრინავიდან პარაშუტით პირველი ნახტომი შეასრულა (სიმაღლე 460 მეტრი). (იხილეთ ვიდეო)

Harry Belafonte
1927 წლის 1 მარტს დაიბადა ჰარი ბელაფონტე (Harry Belafonte 1927–2023) - ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და საზოგადოებრივი აქტივისტი.  (ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Борислав Брондуков
1938 წლის 1 მარტს დაიბადა ბორისლავ ბრონდუკოვი (Борислав Брондуков 1938-2004) - უკრაინელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Nashville Radio‎
1941 წლის 1 მარტს პირველი კომერციული FM რადიოს მაუწყებლობა ჩაირთო -ნეშვილის რადიოსადგური W47NV(იხილეთ ვიდეო)

Castle Bravo
1954 წლის 1 მარტს Castel Bravo-ს (Castle Bravo) თერმობირთვული ცდები დაიწყო. აშშ-ში ერთ-ერთი პირველი წყალბადის 15 მეგატონიანი სიმძლავრის ბომბი(Thermonuclear weapon) ააფეთქეს.  მან მარშალის კუნძულებზე ზოგიერთი ატოლის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია, რამაც ეს კუნძულები დღემდე. სიცოცხლისათვის გამოუდეგარი გახადა.   (იხილეთ ვიდეო)

Peace Corps
1961 წლის 1 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ (John Fitzgerald Kennedyმშვიდობის კორპუსის (Peace Corps) შექმნა გამოაცხადა. (იხილეთ ვიდეო)

Thomas Anders
1963 წლის 1 მარტს დაიბადა თომას ანდერსი (ნამდვილი სახელი: ბერნდ ვაიდუნგი Bernd Weidung) - გერმანელი პოპ-მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, ჯგუფ Modern Talking-ის ვოკალისტი. (ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Javier Bardem
1969 წლის 1 მარტს დაიბადა ხავიერ ბარდემი (Javier Bardem) - ესპანელი მსახიობი, პრემია „ოსკარის“ ლაურეატი (2007). (იხილეთ ვიდეო)

Ke$ha
1987 წლის 1 მარტს დაიბადა კეშა   (Kesha Rose Sebert) - ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. (ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Justin Bieber
1994 წლის 1 მარტს დაიბადა ჯასტინ ბიბერი (Justin Drew Bieber) - კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი. (ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE