25.04.2024
KA  
 
28 მაისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
27.05.2023
ფოტო

ინდიელების გასახლების აქტი
1830 წლის 28 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ენდრიუ ჯეკსონმა (Andrew Jackson) ინდიელების გასახლების აქტს (Indian Removal Act) ხელი მოაწერა, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთ მისისიპიდან ინდიელების მათი საკუთარი მიწებიდან განდევნა ნებადართული ხდებოდა, ამავე დროს, მათთვის სამოქალაქო უფლებები აღარ იმოქმედებდა.  გასახლება 1831 წლიდან დაიწყო; ინდიელთა ზოგი ტომი აჯანყდა, ზოგმა კი პროტესტის კანონიერი გზა აირჩია და უმაღლეს ფედერალურ სასამართლოს მიმართა, რომელმაც განმარტა, რომ ისინი აშშ-ს მოქალაქეებად არ ითვლებოდნენ და შესაბამისად მათ კონსტიტუცია არ იცავდა. (იხილეთ ვიდეო)

პატრიკ უაიტი
1912 წლის 28 მაისს დაიბადა პატრიკ უაიტი (Patrick White 1912-1990) - ავსტრალიელი მწერალი, 1973 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

კეროლ ბეიკერი
1931 წლის 28 მაისს დაიბადა კეროლ ბეიკერი (Carroll Baker) - ამერიკელი მსახიობი, 1960-იანებში სექს-სიმბოლოდ აღიარებული.  (იხილეთ ვიდეო)

ლია ელიავა
1934 წლის 28 მაისს დაიბადა ლია ელიავა (1934 - 1998) - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ჯონ ფოგერტი
1945 წლის 28 მაისს დაიბადა ჯონ ფოგერტი (John Cameron Fogerty) - ამერიკელი მუსიკოსი და სიმღერების ავტორი, ჯგუფ «Creedence Clearwater Revival»-ის ლიდერი, ვოკალისტი, მულტიინსტრუმენტალისტი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

კაილი მინოუგი
1968 წლის 28 მაისს დაიბადა კაილი მინოუგი (Kylie Ann Minogue) - ავსტრალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE