26.04.2024
KA  
 
23 მაისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
22.05.2023
ფოტო

დუგლას ფეირბენქსი
1883 წლის 23 მაისს დაიბადა დუგლას ფეირბენქსი (ნამდვილი სახელი დუგლას ელტონ თომას ულმანი) (Douglas Fairbanks — Douglas Elton Thomas Ulman 1883 - 1939) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, მუნჯური კინოს ვარსკვლავი. ამერიკული კინო-ხელოვნების აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი. (იხილეთ ვიდეო)

ჯოან კოლინზი
1933 წლის 23 მაისს დაიბადა ჯოან კოლინზი (Joan Henrietta Collins) - ბრიტანელი მსახიობი, პროდიუსერი და მწერალი. (იხილეთ ვიდეო)

რობერტ მუგი
1934 წლის 23 მაისს დაიბადა რობერტ მუგი (Robert Arthur Moog 1934 - 2005) - ამერიკელი გამომგონებელი, ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტების შემქმნელი, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, Moog synthesizer-ის შემქმნელი. (იხილეთ ვიდეო)

ანატოლი კარპოვი
1951 წლის 23 მაისს დაიბადა ანატოლი კარპოვი (Анато́лий Евге́ньевич Ка́рпов) - გამოჩენილი საბჭოთა და რუსი მოჭადრაკე, დამსახურებული სპორტის ოსტატი, საერთაშორისო გროსმეისტერი, მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი. (იხილეთ ვიდეო) 

ფილ სელუეი
1967 წლის 23 მაისს დაიბადა ფილ სელუეი (Philip "Phil" James Selway) - ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფი «Radiohead»-ის დრამერი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

The Who “The Who's Tommy”
1969 წლის 23 მაისს ჯგუფმა «The Who» ისტორიაში პირველი როკ-ოპერა “The Who's Tommy”-ს გამოუშვა. (იხილეთ ვიდეო)

The Shining
1980 წლის 23 მაისს აშშ-ში ეკრანებზე სტენლი კუბრიკის ფილმი ნათება (The Shining) გამოვიდა, რომელიც სტივენ კინგი რომანის მიხედვითაა გადაღებული. (იხილეთ ვიდეო)

Pulp Fiction
1994 წლის 23 მაისს კვენტინ ტარანტინოს „მაკულატურა“- (Pulp Fiction) კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ (Palme d'Or) დაიმსახურა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE