29.03.2024
KA  
 
17 მაისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
16.05.2023
ფოტო

Tommy Paul

კრეიცერის სონატა
1805 წლის 17 მაისს ბონში ბეთხოვენის (Ludwig van Beethoven 1770-1827) კრეიცერის სონატის (Kreutzer Sonata, Violin Sonata No. 9) პრემიერა გაიმართა. (იხილეთ ვიდეო)

ირაკლი გამრეკელი
1894 წლის 17 მაისს დაიბადა ირაკლი გამრეკელი (1894-1943) - ქართველი სცენოგრაფი, ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. (იხილეთ ვიდეო)  

ჟან გაბენი
1904 წლის 17 მაისს დაიბადა ჟან გაბენი (Jean Gabin — Jean-Alexis Moncorgé 1904 - 1976)- ფრანგი მსახიობი.  (იხილეთ ვიდეო)

მაგდა შნაიდერი
1909 წლის 17 მაისს დაიბადა მაგდა შნაიდერი (Magda Schneider 1909-1996) - გერმანელი მსახიობი და მომღერალი,  რომი შნაიდერის (Romy Schneider 1938-1982) დედა. (იხილეთ ვიდეო)

დენის ლი ჰოპერი
1936 წლის 17 მაისს დაიბადა დენის ლი ჰოპერი (Dennis Lee Hopper 1936-2010) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, მხატვარი და ფოტოგრაფი. (იხილეთ ვიდეო)

უდო ლინდენბერგი
1946 წლის 17 მაისს დაიბადა უდო ლინდენბერგი (Udo Lindenberg) - გერმანელი როკ-მომღერალი, მწერალი და მხატვარი. (იხილეთ ვიდეო)

1946 წლის 17 მაისს დაიბადა სახელოვანი ჩოგბურთელი ალა ივანოვა.თბილისი-საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. უიმბლდონის გრანდ-სლემის ტურნირის მონაწილე.ინდოეთის ჩემპიონი(1967-1968).10 წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა ათეულში.საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალისტი(1973).III საკავშირი სპარტაკიადის პრიზიორო შერეულ წყვილში ნუგზარ მძინარიშვილთან. მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი ყველა თანრიგში.

 

ბილ ბრუფორდი
1946 წლის 17 მაისს დაიბადა ბილ ბრუფორდი (Bill Bruford) - ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ჯგუფი «Yes»-ის ერთ-ერთი შემქმნელი, დრამერი და კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

ბილ პექსტონი
1955 წლის 17 მაისს დაიბადა ბილ პექსტონი (Bill Paxton 1955-2017) - ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

ენია
1961 წლის 17 მაისს დაიბადა ენია ბრენანი (Enya Brennan) - ირლანდიელი მომღერალი და კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

ტრენტ რეზნორი
1965 წლის 17 მაისს დაიბადა ტრენტ რეზნორი (Trent Reznor) - ამერიკელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი. ჯგუფი «Nine Inch Nails»-ის შემქმნელი და ვოკალისტი, ფილმი “The Social Network”-ის საუნდტრეკისთვის პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

ნიკი რიდი
1988 წლის 17 მაისს დაიბადა ნიკი რიდი (Nikki Reed) - ამერიკელი მომღერალი, პროდიუსერი, სცენარისტი და მოდელი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE