25.04.2024
KA  
 
9 მაისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
08.05.2023
ფოტო

ვასილი კახნიაშვილი
1913 წლის 9 მაისს დაიბადა ვასილი კახნიაშვილი (1913-1990) - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ფანტომასი
1913 წლის 9 მაისს საფრანგეთის ეკრანებზე მხატვრული სურათი ფანტომასი (Fantômas)-ი გამოჩდა.  (იხილეთ ვიდეო)

ბულატ ოკუჯავა
1924 წლის 9 მაისს დაიბადა ბულატ ოკუჯავა (Булат Окуджава 1924 - 1997) - რუსეთში მოღვაწე ქართველი პოეტი, კომპოზიტორი, პროზაიკოსი და სცენარისტი, დაახლოებით ორასი საავტორო და საესტრადო სიმღერის ავტორი. 1950 - 1980 წლებში საავტორო სიმღერების ჟანრში  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. (იხილეთ ვიდეო)

კანბერა
1927 წლის 9 მაისს ავსტრალიის პარლამენტი ქვეყნის ახალ დედაქალაქ კანბერაში (Canberra) გადავიდა. (იხილეთ ვიდეო)

გლენდა ჯეკსონი
1936 წლის 9 მაისს დაიბადა გლენდა ჯეკსონი (Glenda Jackson) - ინგლისელი მსახიობი და პოლიტიკოსი, ორი „ოსკარის“ მფლობელი.  (იხილეთ ვიდეო)

ალბერტ ფინი
1936 წლის 9 მაისს დაიბადა ალბერტ ფინი (Albert Finney 1936-2019) - ინგლისელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ჯეიმზ ბრუქსი
1940 წლის 9 მაისს დაიბადა ჯეიმზ ბრუქსი (James L. Brooks) - ამერიკელი პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი, მულტსერიალი “სიმპსონების” (The Simpsons) პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

ბილი ჯოელი
1949 წლის 9 მაისს დაიბადა ბილი ჯოელი (Billy Joel)- ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

სურათი „აგრძალული თამაშები“
1952 წლის 9 მაისს საფრანგეთში ეკრანებზე რენე კლემანის (René Clément 1913-1996) სურათი „აკრძალული თამაშები“ (Forbidden Games) გამოჩდა, რომელმაც ერთი წლის შემდეგ ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“ როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმა მიიღო. (იხილეთ ვიდეო)

სურათი „თავბრუსხვევა“
1958 წლის 9 მაისს სან-ფრანცისკოში ალფრედ ჰიჩკოკის (Alfred Hitchcock 1899 - 1980) სურათი „თავბრუსხვევის“ (Vertigo) პრემიერა გაიმართა, რომელშიც მთავარ როლებს ჯეიმზ სტიუარტი (James Stewart 1908 - 1997) და კიმ ნოვაკი (Kim Novak) ასრულებდნენ.  (იხილეთ ვიდეო)

დეივ გეენი
1962 წლის 9 მაისს დაიბადა დეივ გეენი  (David Gahan) - ბრიტანული მუსიკოსი, ჯგუფ  «Depeche Mode»-ის ვოკალისტი და სიმღერების ავტორი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

ლუი ამსტრონგი «Hello, Dolly»
1964 წლის 9 მაისს ამერიკული ჰიტ-აღლუმის სათავეს ლუი ამსტრონგი (Louis Armstrong 1901-1971) სიმღერით «Hello, Dolly» იკავებს. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE