19.03.2024
KA  
 
25 ივლისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
24.07.2023
ფოტო

გავრილო პრინციპი
1894 წლის 25 ივლისს დაიბადა გავრილო პრინციპი (Gavrilo Princip 1894-1918) - სერბი ტერორისტი,  რომელმაც ავსტრია–უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე სოფი მოკლა, რაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა. (იხილეთ ვიდეო)

ლუი ბლერიომ
1909 წლის 25 ივლისს ლუი ბლერიომ (Auguste Louis Charles-Joseph Blériot  1872 - 1936 - ფრანგი გამომგონებელი, ავიატორი და ბიზნესმენი) საკუთარი კონსტრუქციის თვითმფრინავით ლა-მანშის (la Manche - სრუტე საფრანგეთის სანაპიროსა და დიდი ბრიტანეთის კუნძულს შორის)  სრუტეს გადაუფრინა. (იხილეთ ვიდეო)

ინოლა გურგულია 
1929 წლის 25 ივლისს დაიბადა ინოლა გურგულია (1929–1977)  ქართველი კომპოზიტორი, პოეტი და მომღერალი. (იხილეთ ვიდეო) 

ვასილი შუკშინი
1929 წლის 25 ივლისს დაიბადა ვასილი შუკშინი (Васи́лий Мака́рович Шукши́н  1929 – 1974) - საბჭოთა და რუსი მსახიობი, რეჟისორი, მწრალი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

კლოდ ზიდი
1934 წლის 25 ივლისს დაიბადა კლოდ ზიდი (Claude Zidi) - ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი.(იხილეთ ვიდეო)

იმან აბდულმაჯიდი და დევიდ ბოუი
1955 წლის 25 ივლისს დაიბადა იმან აბდულმაჯიდი (Iman Abdulmajid)  - სომალიელი მოდელი, მომღერალი დევიდ ბოუის (David Bowie) მეუღლე. (იხილეთ ვიდეო)

ხელოვნური განაყოფიერება
1978 წლის 25 ივლისს ოლდემში (ინგლისი) ხელოვნური განაყოფიერების (In vitro fertilisation) შედეგად პირველი ადამიანი ლუის ბრაუნი (Louise Brown) დაიბადა.(იხილეთ ვიდეო)  

AC/DC “Back in Black”
1980 წლის 25 ივლისს ავსტრალიურმა ჯგუფმა AC/DC-მა გამოუშვა ალბომი „Back in Black“-ი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ალბომების სიაში მესამე ადგილს იკავებს. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)  

Metallica „Kill ’Em All“
1983 წლის 25 ივლისს ჯგუფმა Metallica-მ თავისი სადებიუტო ალბომი „Kill ’Em All“-ი გამოუშვა. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE