23.04.2024
KA  
 
16 ივლისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
15.07.2023
ფოტო

სპენსერ გორი
1877 წლის 16 ივლისს უიმბლდონის ტურნირზე (The Championships, Wimbledon) ჩოგბურთში პირველი საფინალო მატჩი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც სპენსერ გორი (Spencer Gore 1850-1906) გახდა. (იხილეთ ვიდეო)

Audi
1909 წლის 16 ივლისს კომპანია Audi დაფუძნდა. (იხილეთ ვიდეო)

ჯინჯერ როჯერსი
1911 წლის 16 ივლისს დაიბადა ჯინჯერ როჯერსი (ნამდვილი სახელი ვირჯინია ქეთრინ მაკმეტი) (Ginger Rogers-Virginia Katherine McMath 1911-1995) - ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი. პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

ავთანდილ მახარაძე
1943 წლის 16 ივლისს დაიბადა ავთანდილ მახარაძე - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

სტიუარტ კოუპლენდი
1952 წლის 16 ივლისს დაიბადა სტიუარტ კოუპლენდი (Stewart Armstrong Copeland)- ამერიკელი მუსიკოსი, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი, ჯგუფ «Police»-ის შემქმნელი და დრამერი. (იხილეთ ვიდეო)

Cream
1966 წლის 16 ივლისს ერიკ კლეპტონმა (Eric Clapton), ჯეკ ბრიუსმა (Jack Bruce)  და ჯინჯერ ბეიკერმა (Ginger Baker) სუპერჯგუფი «Cream»-ი შექმნეს. (იხილეთ ვიდეო)

სადამ ჰუსეინი
1979 წლის 16 ივლისს სადამ ჰუსეინი (Saddam Hussein Abd al-Majid al-Tikriti 1937 – 2006)  ერაყის პრეზიდენტი გახდა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE