29.03.2024
KA  
 
22 იანვარი- ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
21.01.2024
ფოტო

Lord Byron
1788 წლის 22 იანვარს დაიბადა  ჯორჯ გორდონ ბაირონი (George Gordon Byron  1788 – 1824 )  - ინგლისელი პოეტი-რომანტიკოსი. (იხილეთ ვიდეო)

Сергей Эйзенштейн
1898 წლის 22 იანვარს დაიბადა სერგეი ეიზენშტეინი (Сергей Михайлович Эйзенштейн  1898 – 1948) - საბჭოთა რეჟისორი, მხატვარი, სცენარისტი, პედაგოგი და ხელოვნების თეორიტიკოსი. (იხილეთ ვიდეო)

ჯორჯ  ბალანჩინი
1904 წლის 22 იანვარს დაიბადა  ჯორჯ  ბალანჩინი  (გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე 1904 – 1983 ) (George Balanchine)  - ქართული წარმოშობის ამერიკელი ბალეტმაისტერი. ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, მელიტონ ბალანჩივაძის შვილი. (იხილეთ ვიდეო)

თემურ წიკლაური
1946 წლის 22 იანვარს დაიბადა თემურ წიკლაური (1946–2021) - ქართველი მომღერალი და მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

1946 წლის 22 იანვარს დაიბადა ნინო თუხარელი,თბილისი-20-ე საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი ქარველი ჩოგბურთელი ქალი.საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.სსრკ-ს უძლიერეს ჩოგბურთელთა ჩემპიონი.თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მრავაჯერ მოიგო საკავშირო აკადემიადა.

 

Steve Perry
1949 წლის 22 იანვარს დაიბადა სტივ პერი (Steve Perry) - ამერიკელი მომღერალი, ჯგუფი Journey-ს ყოფილი ვოკალისტი. (იხილეთ ვიდეო)

Jim Jarmusch
1953 წლის 22 იანვარს დაიბადა ჯიმ ჯარმუში (Jim Jarmusch) - ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

Michael Hutchence
1960 წლის 22 იანვარს დაიბადა მაიკლ ჰატჩენსი (Michael Kelland John Hutchence 1960 – 1997) - ავსტრალიელი მუსიკოსი, ჯგუფი INXS- ის ვოკალისტი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Steven Adler
1965 წელს დაიბადა სტივენ ადლერი (Steven Adler) - ამერიკელი მუსიკოსი, ჯგუფი Guns N' Roses- ის პირველი დრამერი (1985-1990). (იხილეთ ვიდეო)

ლეონიდ ბრეჟნევი
1969 წლის 22 იანვარს საბჭოთა არმიის უმცროსმა ლეიტენანტმა ვიქტორ ილინმა ლეონიდ ბრეჟნევზე (Леонид Ильич Брежнев 1907-1982) სიცოცხლის ხელყოფის მიზნით თავდასხმა განახორციელა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE