25.04.2024
KA  
 
19 იანვარი- ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
18.01.2024
ფოტო

James Watt
1736 წლის 19 იანვარს დაიბადა ჯეიმზ ვატი (James Watt 1736-1819) - შოტლანდიელი ინჟინერი, გამომგონებელი-მექანიკოსი, ორთქლის მანქანის შემქმნელი. (იხილეთ ვიდეო)

Edgar Allen Poe
1809 წლის 19 იანვარს დაიბადა ედგარ პო  ( Edgar Allen Poe   1809 - 1849 ) - ამერიკელი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი და რედაქტორი, ამერიკული რომანტიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი. (იხილეთ ვიდეო)

Paul Cézanne
1839 წლის 19 იანვარს დაიბადა  პოლ სეზანი (Paul Cézanne  1839 - 1906) - ფრანგი მხატვარი-პოსტიმპრესიონისტი   (იხილეთ ვიდეო)

The first electric lighting system
1883 წლის 19 იანვარს თომას ედისონის (Thomas Edison  1883 - 1931)  მიერ აგებული პირველი ელექტრო გამანათებელი სისტემა (The first electric lighting system) იწყებს ფუნქციონირებას როსელში, ნიუ-ჯერსი (Roselle, New Jersey). (იხილეთ ვიდეო)

Le Tour de France 1903
1903 წლის 19 იანვარს “ტურ დე ფრანსის” (Le Tour de France) პირველი ველოტრეკის გახსნა  გამოცხადდა. (იხილეთ ვიდეო)

Janis Joplin
1943 წლის 19 იანვარს დაიბადა ჯენის ჯოპლინი  (Janis Lyn Joplin   1943 – 1970) -  ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, ბლუზის საუკეთესო თეთრკანიან შემსრულებლად არის მიჩნეული. (იხილეთ ვიდეო)

Rod Evans
1945 წლის 19 იანვარს დაიბადა როდ ევანსი  (Roderic Evans) ინგლისელი მომღერალი, ლეგენდარული ჯგუფ   Deep Purple- ის ერთ-ერთი შემქმნელი და ყოფილი ვოკალისტი. (მომღერლის ვიდეო)  (იხილეთ ვიდეო)

Dolly Parton
1946 წლის 19 იანვარს დაიბადა დოლი პარტონი (Dolly Rebecca Parton) - ამერიკელი ქანთრის სტილში მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი, მიღებული აქვს ტიტული „ქანთრის დედოფალი“. (იხილეთ ვიდეო)

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
1948 წლის 19 იანვარს რუსთავში მეტალურგთა ქალაქის მშენებლობა დაიწყო. (იხილეთ ვიდეო)

Indira Gandhi
1966 წლის 19 იანვარს ინდირა განდი (Indira Priyadarshini Gandhi 1917-1984) ინდოეთის პრემიერ მინისტრი ხდება. (იხილეთ ვიდეო)

Stefan Edberg
1966 წლის 19 იანვარს დაიბადა სტეფან ედბერგი (Stefan Bengt Edberg) - შვედი ჩოგბურთელი, დიდი სლემის ტურნირების (Grand Slam)  ექვსგზის გამარჯვებული, ყოფილი პირველი ჩოგანი. (იხილეთ ვიდეო)

Antoine Fuqua
1966 წლის 19 იანვარს დაიბადა ანტუან ფუკუა (Antoine Fuqua) - ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

Shawn Wayans
1971 წლის 19 იანვარს დაიბადა შონ უეინსი (Shawn Wayans) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

Apple Lisa
1983 წლის 19 იანვარს კომპანია -  Apple Inc. უშვებს  პირველ კომერციულ პერსონალურ კომპიუტერ -  Apple Lisa - ს,  რომელსაც გრაფიკული ინტერფეისი და  „mouse“-ი ჰქონდა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE