19.04.2024
KA  
 
7 აპრილი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
06.04.2024
ფოტო

Univerzita Karlova v Praze
1348 წლის 7 აპრილს პრაღაში კარლის უნივერსიტეტი (Univerzita Karlova v Praze) დაფუძნდა, ერთ-ერთი უძველესი ევროპაში და პირველი სლავური უნივერსიტეტი. (იხილეთ ვიდეო)

Gerrit Dou
1613 წლის 7 აპრილს დაიბადა გერიტ დოუ (Gerrit Dou 1613-1675) - ნიდერლანდელი მხატვარი, რემბრანდტის მოსწავლე. (იხილეთ ვიდეო)

ბაქარი
1699 ან 1700 წლის 7 აპრილს დაიბადა ბაქარი (1699 ან 1700 — 1750) - ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ძე. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი. ქართლის ფაქტობრივი მეფე (შაჰნავაზ III-ის სახელით) 1716-1719, ვახტანგ VI-ის ირანში ყოფნის დროს. (იხილეთ ვიდეო)

Charles Burney
1726 წლის 7 აპრილს დაიბადა ჩარლზ ბერნი (Charles Burney 1726-1814) - ინგლისელი კომპოზიტორი, ორღანისტი და მუსიკის ისტორიკოსი. (იხილეთ ვიდეო)

ასანთი
1827 წლის 7 აპრილს ინგლისელმა ფარმაცევტმა ჯონ უოკერმა (John Walker 1781-1859) მის მიერ გამოგონილი გოგირდის ასანთის გაყიდვა დაიწყო. (იხილეთ ვიდეო)

Gino Severini
1883 წლის 7 აპრილს დაიბადა ჯინო სევერინი (Gino Severini 1883-1966) - იტალიელი თვითნასწავლი მხატვარი, გრაფიკოსი და მოქანდაკე, ხელოვნებაში ფუტურიზმისა და კუბიზმის წარმომადგენელი. (იხილეთ ვიდეო)

ილიკო ქურხული 
1885 წლის 7 აპრილს დაიბადა ილიკო (ილია) პეტრეს ძე ქურხული (1885-1954) — ქართველი მოხეტიალე მუსიკოსი (მომღერალი, მევიოლინე და მესტვირე). 

Gabriela Mistral
1889 წლის 7 აპრილს დაიბადა გაბრიელა მისტრალი (ნამდვილი სახელი: Lucila de María del Perpetuo Socorro Godoy Alcayaga 1889-1957) - ჩილელი პოეტი,  პედაგოგი, დიპლომატი, ქალთა უფლებების დამცველი, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1945). (იხილეთ ვიდეო)

Ole Kirk Christiansen
1891 წლის 7 აპრილს დაიბადა ოლე კირკ კრისტიანსენი (Ole Kirk Christiansen 1891-1958)- დანიელი ბიზნესმენი და გამომგონებელი, კომპანია LEGO-ს დამაარსებელი. (კომპანიის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

მარიკაბარათაშვილი
1908 წლის 7 აპრილს დაიბადა მარიკა ბარათაშვილი (1908-2008) -  ქართველი პოეტი და დრამატურგი. (იხილეთ ვიდეო)

Billie Holiday
1915 წლის 7 აპრილს დაიბადა ბილი ჰოლიდეი (Billie Holiday  ნამდვილი სახელი - Eleanora Fagan  1915 - 1959) - ამერიკელი ჯაზ-მომღერალი, კრიტიკოსების მიერ აღიარებულია, როგორც განუმეორებელი სტილის ვოკალისტი, რომელიც 1930-იანი წლების ჯაზის სამყაროს მოევლინა. (მომღერლის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Ravi Shankar
1920 წლის 7 აპრილს დაიბადა რავი შანკარი (Ravi Shankar 1920-2012) - ინდოელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ცნობილია როგორც სიტარაზე ვირტუოზი შემსრულებელი. (იხილეთ ვიდეო)

Francis Ford Coppola
1939 წლის 7 აპრილს დაიბადა ფრენსის ფორდ კოპოლა (Francis Ford Coppola) - ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმები: "ნათლიმამა" და  "აპოკალიპსისი დღეს".  (იხილეთ ვიდეო)

Jackie Chan
1954 წლის 7 აპრილს დაიბადა ჯეკი ჩანი (ნამდვილი სახელი: Chan Kong-sang) - ჰონკონგელი და ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი და ტრიუკების დამდგმელი. (იხილეთ ვიდეო)

Russell Crowe
1964 წლის 7 აპრილს დაიბადა რასელ ქროუ (Russell Ira Crowe)  - ახალ ზელანდიური წარმოშობის ავსტრალიელი და ამერიკელი მსახიობი. 2001 წელს ფილმ - "გლადიატორში" (Gladiator)  მთავარი როლის შესრულებისთვის "ოსკარის" პრემია  აქვს მიღებული. (იხილეთ ვიდეო)

Bodo Illgner
1964 წლის 7 აპრილს დაიბადა ბოდო ილგნერი (Bodo Illgner) - გერმანელი საფეხბურთო მეკარე, ევროპის 1991 წლის საუკეთესო მეკარე. (იხილეთ ვიდეო)

Deep Purple
1975 წლის 7 აპრილს პარიზში ჯგუფ - "Deep Purple"-ის  ჯგუფის გიტარისტის რიჩი ბლეკმორის (Ritchie Blackmore)  მონაწილეობით ბოლო კონცერტი შედგა. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Franck Ribéry
1983 წლის 7 აპრილს დაიბადა ფრანკ რიბერი (Franck Henry Pierre Ribéry) - ფრანგი ფეხბურთელი, ნახევარმცველი,  ევროპის 2012 და 2013 წლების საუკეთესო ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE