24.04.2024
KA  
 
31 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
30.08.2023
ფოტო

ედვარდ ლი თორნდაიკი
1874 წლის 31 აგვისტოს დაიბადა ედვარდ ლი თორნდაიკი (Edward Lee Thorndike 1874 – 1949) - ამერიკელი ფსიქოლოგი და პედაგოგი. 1912 წელს ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი (American Psychological Association). (იხილეთ ვიდეო)

ტრეტიაკოვის გალერეა
1892 წლის 31 აგვისტოს პავლე ტრეტიაკოვმა (Па́вел Миха́йлович Третьяко́в 1832 – 1898 - რუსი მეწარმე, მეცენატი, რუსული ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერი, ტრეტიაკოვის გალერეას  (Государственная Третьяковская галерея) დამფუძნებელი) მოსკოვის საქალაქო დუმას შესთავაზა, რათა მას ქალაქისთვის მის მიერ შექმნილი სამხატვრო გალერეა საჩუქრად გადაეცა. (იხილეთ ვიდეო)

ფრედრიკ მარჩი
1897 წლის 31 აგვისტოს დაიბადა ფრედრიკ მარჩი (ნამდვილი სახელი - ფრედერიკ ერნესტ მაკ-ინტაირ ბიკელი) (Fredric March — Frederick Ernest McIntyre Bickel 1897 – 1975)  - ამერიკელი მსახიობი, ორი „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

გრიგოლ ფერაძე
1899 წლის 31 აგვისტოს დაიბადა გრიგოლ ფერაძე (1899 — 1942) - ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1995 წელს წმინდანად შერაცხა. (იხილეთ ვიდეო)

უილიამ საროიანი
1908 წლის 31 აგვისტოს დაიბადა უილიამ საროიანი (William Saroyan 1908 – 1981) - სომხური წარმოშობის ამერიკელი მწერალი.(იხილეთ ვიდეო)

PSV
1913 წლის 31 აგვისტოს ჰოლანდიაში შეიქმნა საფეხბურთო კლუბი „PSV“ (Philips Sport Vereniging - ფილიპსის სპორტული კავშირი) - ნიდერლანდური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ეინდჰოვენიდან (Eindhoven). (იხილეთ ვიდეო)

ნიკოლოზ II
1914 წლის 31 აგვისტოს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის (Николай Александрович Романов 1868 – 1917) განკარგულებით ქალაქ Санкт-Петербург-ს გადაერქვა სახელი Петроград -ად. ამის მიზეზი გერმანიასთან ომის დაწყება გახდა, მეორე დღეს გამოვიდა გაზეთი «Биржевых новостей» -ის საგანგებო გამოცემა, სადაც ეწერა: „ ჩვენ გუშინ დავიძინეთ პეტერბურგში, ხოლო გავიღვიძეთ პეტროგრადში... დასრულდა ჩვენი ისტორიის პეტერბურგული ხანა, მისი გერმანული გავლენით... ვაშა, ბატონებო!“(იხილეთ ვიდეო)

ვენ მორისონი
1945 წლის 31 აგვისტოს დაიბადა ვენ მორისონი (George Ivan Morrison) - ჩრდილოეთ ირლანდიელი როკ-მომღერალი, სიმღერების ავტორი და მულტიინსტრუმენტალისტი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

იცხაკ პერლმანი
1945 წლის 31 აგვისტოს დაიბადა იცხაკ პერლმანი (Itzhak Perlman) - ებრაული წარმოშობის ამერიკელი მევიოლინე, დირიჟორი და პედაგოგი. (იხილეთ ვიდეო)

რუდოლფ შენკერი
1948 წლის 31 აგვისტოს დაიბადა რუდოლფ შენკერი (Rudolf Schenker) - გერმანული მუსიკოსი, ჯგუფი «Scorpions» -ის შემქნელი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

რიჩარდ გირი
1949 წლის 31 აგვისტოს დაიბადა რიჩარდ გირი (Richard Tiffany Gere) - ამერიკელი მსახიობი და საზოგადოებრივი აქტივისტი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE