20.04.2024
KA  
 
29 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
28.08.2023
ფოტო

მორის მეტერლინკი
1862 წლის 29 აგვისტოს დაიბადა მორის მეტერლინკი (Maurice Maeterlinck 1862 – 1949)  - ბელგიელი მწერალი, დრამატურგი და ფილოსოფოსი, პიესა „ლურჯი ფრინველის“ (The Blue Bird) ავტორი, „ნობელის“ პრემიის ლაურეატი - „მრავალმხრივი ლიტერატურული შემოქმედებისათვის“ (1911 წელს). (იხილეთ ვიდეო)

ინგრიდ ბერგმანი
1915 წლის 29 აგვისტოს დაიბადა ინგრიდ ბერგმანი (Ingrid Bergman 1915 – 1982)  - შვედი მსახიობი, სამი „ოსკარის მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

ჩარლი პარკერი
1920 წლის 29 აგვისტოს დაიბადა ჩარლი პარკერი (Charlie "Bird" Parker 1920 – 1955) - ამერიკელი ჯაზ-მუსიკოსი (ალტ-საქსოფონი) და კომპოზიტორი, სტილი „ბიბოპი“-ს (Bebop) ფუძემდებელი. (იხილეთ ვიდეო)

რიჩარდ ატენბორო
1923 წლის 29 აგვისტოს დაიბადა რიჩარდ ატენბორო (Richard Samuel Attenborough 1923-2014) - ბრიტანელი  მსახიობი, რეჟისორი და კინოპროდიუსერი. პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

ჯონ მაკ-კეინი
1936 წლის 29 აგვისტოს დაიბადა ჯონ მაკ-კეინი  (John Sidney McCain III 1936-2018) - აშშ-ს სენატორი არიზონას შტატიდან (1987 წლიდან). აშშ-ში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ძირითადი კანდიდატი. (იხილეთ ვიდეო)

ჯოელ შუმახერი
1939 წლის 29 აგვისტოს დაიბადა ჯოელ შუმახერი (Joel Schumacher 1939–2020) - ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

უილიამ ფრიდკინი
1939 წლის 29 აგვისტოს დაიბადა უილიამ ფრიდკინი (William Friedkin) - ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, პრემია  „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

მაიკლ ჯექსონი
1958 წლის 29 აგვისტოს დაიბადა მაიკლ ჯექსონი (Michael Joseph Jackson 1958 – 2009) - ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი, მოცეკვავე და მუსიკალური პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

რებეკა დე მორნეი
1959 წლის 29 აგვისტოს დაიბადა რებეკა დე მორნეი (Rebecca De Mornay) - ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

The Beatles
1966 წლის 29 აგვისტოს ჯგუფმა «The Beatles»-მა აშშ-ში სან-ფრანცისკოში სტადიონ «Candlestick Park»-ში თავიანთი ბოლო კონცერტი გამართეს, რომელიც ლითლ რიჩარდის (Little Richard) სიმღერით «Long Tall Sally»-ი დაამთავრეს. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE