28.03.2024
KA  
 
24 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
23.08.2023
ფოტო

ბართლომეს ღამე
1572 წლის 24 აგვისტო - ბართლომეს ღამე (massacre de la Saint-Barthélemy): ჰუგენოტების (ფრანგი პროტესტანტები) მასიური ხოცვა პარიზში,  რომელიც ფრანგმა კათოლიკებმა წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა დღეს მოაწყვეს. (იხილეთ ვიდეო)

ხორხე ლუის ბორხესი
1899 წლის 24 აგვისტოს დაიბადა ხორხე ლუის ბორხესი (Jorge Luis Borges 1899 – 1986) - არგენტინელი მწერალი და პოეტი.(იხილეთ ვიდეო)

კენ ჰენსლი
1945 წლის 24 აგვისტოს დაიბადა კენ ჰენსლი (Kenneth William David Hensley 1945–2020) - ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფ «Uriah Heep»-ის წევრი (გიტარა, ვოკალი და კლავიშები), სიმღერების ავტორი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

ჟან-მიშელ ჟარი
1948 წლის 24 აგვისტოს დაიბადა ჟან-მიშელ ჟარი (Jean-Michel Jarre) - ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი. (იხილეთ ვიდეო)

სტივ გუტენბერგი
1958 წლის 24 აგვისტოს დაიბადა სტივ გუტენბერგი (Steve Guttenberg) - ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორი. („პოლიციის აკადემია“)(იხილეთ ვიდეო)

ჩედ მაიკლ მარი
1981 წლის 24 აგვისტოს დაიბადა ჩედ მაიკლ მარი (Chad Michael Murray) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

რუპერტ გრინტი
1988 წლის 24 აგვისტოს დაიბადა რუპერტ გრინტი (Rupert Alexander Lloyd Grint) - ბრიტანელი მსახიობი, მან სახელი გაითქვა რონ უისლის როლის შესრულებით ჰარი პოტერის ფილმების სერიაში. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE