29.03.2024
KA  
 
23 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
22.08.2023
ფოტო


Cameron Norrie

უილიამ
 უოლესი
1305 წლის 23 აგვისტოს ლონდონში სიკვდილით დასაჯეს უილიამ უოლესი (William Wallace 1270 – 1305 შოტლანდიის ნაციონალური გმირი, შოტლანდიის ინგლისისაგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სულისჩამდგმელი). (იხილეთ ვიდეო)

ჯუზეპე მეაცა
1910 წლის 23 აგვისტოს დაიბადა ჯუზეპე მეაცა (Giuseppe "Peppino" Meazza 1910-1979) - იტალიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, იტალიის ნაკრების და მილანური საფეხბურთო კლუბ ინტერნაციონალეს ლეგენდა. მის სახელს ატარებს სან სიროს სტადიონი მილანში (Stadio Giuseppe Meazza), რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და მასზე საშინაო მატჩებს მართავს ქალაქის ორივე გრანდი — ინტერი და მილანი. (იხილეთ ვიდეო)

ჯინ კელი
1912 წლის 23 აგვისტოს დაიბადა ჯინ კელი (Gene Kelly 1912 – 1996) - ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე,  ქორეოგრაფი, რეჟისორი და პროდიუსერი, „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

კიტ მუნი
1946 წლის 23 აგვისტოს დაიბადა  კიტ მუნი (Keith Moon 1946 – 1978) - ბრიტანული მუსიკოსი, ჯგუფი «The Who»-ს დრამერი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

რივერ ფენიქსი
1970 წლის 23 აგვისტოს დაიბადა რივერ ფენიქსი (River Phoenix — River Jude Bottom 1970 – 1993)  - ამერიკელი მსახიობი, ხოაკინ ფენიქსის (Joaquin Phoenix) უფროსი ძმა. (იხილეთ ვიდეო)

კობი ბრაიანტი
1978 წლის 23 აგვისტოს დაიბადა კობი ბრაიანტი (Kobe Bean Bryant) - ამერიკელი პროფესიონალური კალათბურთელი, Los Angeles Lakers-ის მოთამაშე. (იხილეთ ვიდეო)

გლენ ჯონსონი
1984 წლის 23 აგვისტოს დაიბადა გლენ ჯონსონი (Glen McLeod Cooper Johnson) -  ინგლისელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE