25.04.2024
KA  
 
22 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
21.08.2023
ფოტო

კლოდ დებიუსი
1862 წლის 22 აგვისტოს დაიბადა კლოდ დებიუსი (Achille-Claude Debussy 1862 – 1918) - ფრანგი კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

ჯონ ლი ჰუკერი
1917 წლის 22 აგვისტოს დაიბადა ჯონ ლი ჰუკერი (John Lee Hooker 1917 – 2001) - ამერიკელი ბლიუზ მომღერალი, სიმღერების ავტორი და გიტარისტი. (იხილეთ ვიდეო)

რეი ბრედბერი
1920 წლის 22 აგვისტოს დაიბადა რეი ბრედბერი (Ray Douglas Bradbury 1920-2012) -  ამერიკელი მწერალი-ფანტასტი. (იხილეთ ვიდეო)

BBC
1936 წლის 22 აგვისტოს BBC-ის (British Broadcasting Corporation) საცდელი ტელემაუწყებლობა ჩაირთო. (იხილეთ ვიდეო)

დები პიტერსონი
1961 წლის 22 აგვისტოს დაიბადა დები პიტერსონი (Deborah Mary "Debbi" Peterson) - ამერიკული მუსიკოსი, ჯგუფი «Bangles»-ის დრამერი და ვოკალისტი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

The Beatles «Help!»
1965 წლის 22 აგვისტოს აშშ-ში ჯგუფი «The Beatles»-ის მონაწილეობით მეორე ფილმის - «Help!»-ის პრემიერა გაიმართა. (იხილეთ ვიდეო)

Creedence Clearwater Revival
1970 წლის 22 აგვისტოს ამერიკული ჯგუფი «Creedence Clearwater Revival» -ის მეხუთე ალბომი — «Cosmo’s Factory», რომელიც ცხრა კვირის განმავლობაში ამერიკაში ყველაზე პოპულარული ალბომების სიის სათავეში მოექცა. (ჯგუფის ვებ-გვერდი)(იხილეთ ვიდეო)

ჰაუი დოროუ
1973  წლის 22 აგვისტოს დაიბადა ჰაუი დოროუ (Howard Dwaine Flores Dorough) - ამერიკელი მუსიკოს, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მსახიობი, ბიზნესმენი ჯგუფი «Backstreet Boys»-ის წევრი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Led Zeppelin
1979 წლის 22 აგვისტოს ჯგუფ «Led Zeppelin» -ის ბოლო ალბომი «In Through the Out Door»-ი გამოვიდა. (ჯგუფის ვებ-გვერდი)(იხილეთ ვიდეო)

მარია შარაპოვა
2005 წლის 22 აგვისტოს რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა (Мария Шарапова) WTA-ს   (Women's Tennis Association - ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია) რეიტინგის სათავეში მოექცა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE