26.04.2024
KA  
 
21 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
20.08.2023
ფოტო

უილიამ მერდოკი
1754 წლის 21 აგვისტოს დაიბადა უილიამ მერდოკი (William Murdoch 1754 – 1839)  - შოტლანდიური წარმომავლობის ბრიტანელი მექანიკოსი და გამომგონებელი, რომელმაც განათებისთვის პირველმა გამოიყენა გაზი. (იხილეთ ვიდეო)

"Cadillac"-ის პირველი ავტომობილი
1902 წლის 21 აგვისტოს შეიქმნა „კადილაკი“ (Cadillac) - კორპორაცია „ჯენერალ მოტორსის“ (General Motors) განყოფილება, რომელიც „ლუქსის“ კლასის მსუბუქ ავტომობილებს უშვებდა. სახელი საავტომობილო დედაქალაქის დეტროიტის დამაარსებლის -ანტუან კადილაკის  (Antoine Laumet de La Mothe, sieur de Cadillac  1658  - 1730) საპატივსაცემოდ დაერქვა. (იხილეთ ვიდეო)

უილიამ ბეისი
1904 წლის 21 აგვისტოს დაიბადა უილიამ (ქაუნთ) ბეისი (William Count Basie 1904 – 1984) - ამერიკელი ჯაზ-პიანისტი, ორღანისტი, კომპოზიტორი და ბიგ-ბენდის ხელმძღვანელი. (იხილეთ ვიდეო)

მონა ლიზა
1911 წლის 21 აგვისტოს ლუვრიდან მონა ლიზას პორტრეტი გაიტაცეს. ორი დღის შემდეგ სურათი შემთხვევით ფლორენციაში აღმოაჩინეს. მოგვიანებით გამტაცებელმა სახელად ვინჩენცო პერუჯიამ (Vincenzo Peruggia)  საკუთარი ქმედება იმითი ახსნა, რომ მას სამართლიანობის აღდგენის მიზნით ნაპოლეონ I-ის მიერ მოპარული შედევრი უკან იტალიაში სურდა რომ დაბრუნებულიყო. (იხილეთ ვიდეო)

მორის პიალა
1925 წლის 21 აგვისტოს დაიბადა მორის პიალა (Maurice Pialat 1925 - 2003) - ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი.(იხილეთ ვიდეო)

უილტ ჩემბერლენი
1936 წლის 21 აგვისტოს დაიბადა უილტ ჩემპერლენი (Wilton Norman "Wilt" Chamberlain 1936 – 1999) - ამერიკელი კალათბურთელი, NBA-ს (National Basketball Association - მსოფლიო კალათბურთის პრემიერ-ლიგა და ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სპორტული ორგანიზაცია) ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე (ერთ-ერთ შეხვედრაში მან 100 ქულა დააგროვა) (იხილეთ ვიდეო)

კენი როჯერსი
1938 წლის 21 აგვისტოს დაიბადა კენი როჯერსი (Kenny Rogers 1938–2020) - ქანთრის სტილში ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი.(იხილეთ ვიდეო)

გლენ ჰიუზი
1952 წლის 21 აგვისტოს დაიბადა გლენ ჰიუზი (Glenn Hughes) - ბრიტანელი როკ-მუსიკოსი (ბასი და ვოკალი), რომელმაც 1973 წელს ჯგუფ «Deep Purple»-ში როჯერ გლოვერი (Roger Glover) შეცვალა. (იხილეთ ვიდეო)

კიმ კეტრელი
1956 წლის 21 აგვისტოს დაიბადა კიმ კეტრელი (Kim Cattrall) - ინგლისელი და კანადელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

კერი-ენ მოსი
1967 წლის 21 აგვისტოს დაიბადა კერი-ენ მოსი (Carrie-Anne Moss) - კანადელი მსახიობი („მატრიცა“). (იხილეთ ვიდეო)

სერჟ თანქიანი
1967 წლის 21 აგვისტოს დაიბადა სერჟ თანქიანი (Serj Tankian) - სომხური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი, ჯგუფი „System of a Down“-ის ვოკალისტი და გიტარისტი, კომპოზიტორი, მულტიინსტრუმენტალისტი, მუსიკალური პროდიუსერი, პოეტი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)  

ლიამ ჰოულეტი
1971 წლის 21 აგვისტოს დაიბადა ლიამ ჰოულეტი (Liam Howlett) - ინგლისელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ჯგუფი „The Prodigy“-ის შემქმნელი.(ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

სერგეი ბრინი
1973 წლის 21 აგვისტოს დაიბადა სერგეი ბრინი (Sergey Brin) - ამერიკელი ბიზნესმენი, მილიარდელი, ლარი პეიჯთან (Larry Page) ერთად საძიებო სისტემა Google-ის შემქმნელი და თანადამფუძნებელი. ბრინი დაბადებულია მოსკოვში, მისი ოჯახი 1976 წელს მოსკოვიდან აშშ-ში გადავიდა. (იხილეთ ვიდეო)

Oasis
1997 წლის 21 აგვისტოს გამოვიდა ბრიტანული ჯგუფი "Oasis"-ის მესამე ალბომი „Be Here Now“, რომელიც მუსიკის ისტორიაში (იმ მომენტისთვის)  ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი გახდა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE