29.03.2024
KA  
 
18 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
17.08.2023
ფოტო

ანტონიო სალიერი
1750 წლის 18 აგვისტოს დაიბადა ანტონიო სალიერი (Antonio Salieri 1750 – 1825) - იტალიური წარმოშობის ავსტრიელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი.  (იხილეთ ვიდეო)

ჟიუსტ ფონტენი
1933 წლის 18 აგვისტოს დაიბადა ჟიუსტ ფონტენი (Just Fontaine 1933–2023) - გამოჩენილი ფრანგი ფეხბურთელი, გატანილი ბურთების რაოდენობით რეკორდი აქვს მოხსნილი: შვედეთში 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ მატჩში 13 ბურთი აქვს გატანილი.(იხილეთ ვიდეო)

რომან პოლანსკი
1933 წლის 18 აგვისტოს დაიბადა რომან პოლანსკი (Roman Polański) - ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი უმსხვილესი კინემატოგრაფისტი, ებრაული წარმოშობის პარიზის მკვიდრი, გაზრდილი პოლონეთში და ძირითადად მოღვაწეობდა ბრიტანეთში, აშშ-ში და საფრანგეთში, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

რობერტ რედფორდი
1936 წლის 18 აგვისტოს დაიბადა რობერტ რედფორდი (Robert Redford) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ბიზნესმენი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)  

ჯანი რივერა
1943 წლის 18 აგვისტოს დაიბადა ჯანი რივერა (Gianni Rivera) -  ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, როგორც 1969 წლის საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელი. „ოქროს ბურთის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო) 

პატრიკ სუეიზი
1952 წლის 18 აგვისტოს დაიბადა პატრიკ სუეიზი(Patrick Wayne Swayze 1952-2009) - ამერიკელი მსახიობი და მოცეკვავე. (იხილეთ ვიდეო)

კაროლ ბუკე
1957 წლის 18 აგვისტოს დაიბადა კაროლ ბუკე (Carole Bouquet) - ფრანგი მსახიობი და მოდელი. (იხილეთ ვიდეო)

კრისტიან სლეიტერი
1969 წლის 18 აგვისტოს დაიბადა კრისტიან სლეიტერი (Christian Slater) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ედვარდ ნორტონი
1969 წლის 18 აგვისტოს დაიბადა  ედვარდ ნორტონი (Edward Norton) - ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

მიკა
1983 წლის 18 აგვისტოს დაიბადა მიკა (ნამდვილი სახელი- მაიკლ ჰოლბრუკ პენიმენი) (Mika- Michael Holbrook Penniman) - ლივანური და ამერიკული წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი და მუსიკოსი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

გიორგი ანწუხელიძე
1984 წლის 18 აგვისტოს დაიბადა გიორგი ანწუხელიძე (1984–2008) – ქართველი ჯარისკაცი, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. გიორგი ანწუხელიძეს  2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა  (იხილეთ ვიდეო)

 

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE