იენ მაკდაიარმიდი
1944 წლის 11 აგვისტოს დაიბადა იენ მაკდაიარმიდი (Ian McDiarmid) - შოტლანდიელი მსახიობი და რეჟისორი. (იხილეთ ვიდეო)
მერილინ ვოს სავანტი
1946 წლის 11 აგვისტოს დაიბადა მერილინ ვოს სავანტი (Marilyn vos Savant) - ამერიკელი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, შეყვანილია გინესის რეკორდის წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი IQ-ს (IQ — intelligence quotient - ადამიანის ინტელექტის რაოდენობრივი შეფასება: ინტელექტის დონე საშუალო სტატისტიკური ინტელექტის მქონე იგივე ასაკის ადამიანთან მიმართებაში, რომელიც იზომება სპეციალური ტესტების საშუალებით) მქონე ადამიანი. (იხილეთ ვიდეო)
სტიუარტ გორდონი
1947 წლის 11 აგვისტოს დაიბადა სტიუარტ გორდონი (Stuart Gordon 1947–2020) - ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.(იხილეთ ვიდეო)
სტივ ვოზნიაკი
1950 წლის 11 აგვისტოს დაიბადა სტივ ვოზნიაკი (Stephen Gary Wozniak) - პროგრამისტი, კომპანია «Apple»-ის თანადამფუძნებელი. (იხილეთ ვიდეო)
ჰალკ ჰოგანი
1953 წლის 11 აგვისტოს დაიბადა ჰალკ ჰოგანი (ნამდვილი სახელი ტერი ჯინ ბოლი) (Hulk Hogan — Terry Gene Bollea) - ამერიკელი პროფესიონალი რესტლერი (Professional wrestling), მსახიობი და შოუმენი. (იხილეთ ვიდეო)
Jackson 5
1969 წლის 11 აგვისტოს ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთ კლუბში დაიანა როსმა (Diana Ross) აუდიტორიას ჯგუფი «Jackson 5» გააცნო. იქ დამსწრეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება 11 წლის ბიჭმა სახელად მაიკლმა (Michael Jackson 1958 – 2009) მოხდინა.(იხილეთ ვიდეო)
კრის ჰემსვორთი
1983 წლის 11 აგვისტოს დაიბადა კრის ჰემსვორთი (Chris Hemsworth) - ავსტრალიელი და ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)
რონალდ რეიგანი
1984 წლის 11 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა რეიგანმა (Ronald Wilson Reagan 1911 - 2004 - აშშ-ს 40-ე პრეზიდენტი (1981 – 1989) რესპუბლიკელი, კალიფორნიის 33-ე გუბერნატორი (1967 – 1975) ), როდესაც ის პრესკონფერენციის წინ მიკროფონს ამოწმებდა, არ იცოდა რომ მიკროფონი ჩართული იყო და მთელი ქვეყნის გასაგონად განაცხადა, „ძვირფასო ამერიკელებო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამ წუთას ხელი მოვაწერე კანონს, რომლითაც რუსეთი მარადიულად კანონგარეშე გამოცხადდა. დაბომბვა ზუსტად 5 წუთში დაიწყება“... (იხილეთ ვიდეო)