19.04.2024
KA  
 
9 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
08.08.2023
ფოტო

პამელა ტრევერსი
1899 წლის 9 აგვისტოს დაიბადა პამელა ტრევერსი (ნამდვილი სახელი ჰელენ ლინდონ გოფი) (Pamela Lyndon Travers — Helen Lyndon Goff  1899 – 1996) - ავსტრალიური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი და მსახიობი, მერი პოპინსის (Mary Poppins)  ავტორი. (იხილეთ ვიდეო)

მარიო ზაგალო
1931 წლის 9 აგვისტოს დაიბადა მარიო ზაგალო (Mário Jorge Lobo Zagallo) - ბრაზილიელი ფეხბურთელი და ბრაზილიის გუნდის კოორდინატორი და კონსულტანტი. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი: ორჯერ როგორ მოთამაშე (1958, 1962), როგორც მწვრთნელი (1970) და როგორც მთავარი მწვრთნელის თანაშემწე (1994). (იხილეთ ვიდეო)

სერგო კოტრიკაძე
1936 წლის 9 აგვისტოს დაიბადა სერგო კოტრიკაძე  (1936-2011)- ქართველი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“ მეკარე, სპორტის დამსახურებული ოსტატი. (იხილეთ ვიდეო)

ზურაბ საკანდელიძე
1945 წლის 9 აგვისტოს დაიბადა ზურაბ საკანდელიძე ( 1945 – 2004 )  - ქართველი კალათბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

მელანი გრიფიტი
1957 წლის 9 აგვისტოს დაიბადა მელანი გრიფიტი (Melanie Griffith) - ამერიკელი მსახიობი, ანტონიო ბანდერასის  (José Antonio Domínguez Bandera) ყოფილი მეუღლე. (იხილეთ ვიდეო)

უიტნი ჰიუსტონი
1963 წლის 9 აგვისტოს დაიბადა უიტნი ჰიუსტონი ( Whitney Elizabeth Houston 1963-2012 ) - ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, პროდიუსერი, ფოტომოდელი. (იხილეთ ვიდეო)

ჯილიან ანდერსონი
1968 წლის 9 აგვისტოს დაიბადა ჯილიან ანდერსონი (Gillian Leigh Anderson) - ამერიკელი და ბრიტანელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ფილიპო ინძაგი
1973 წლის 9 აგვისტოს დაიბადა ფილიპო ინძაგი (Filippo "Pippo" Inzaghi) - იტალიელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

ოდრი ტოტუ
1978 წლის 9 აგვისტოს დაიბადა ოდრი ტოტუ (Audrey Tautou) - ფრანგი მსახიობი და მოდელი. (იხილეთ ვიდეო)

ABBA
1980 წლის 9 აგვისტოს შვედური ჯგუფი „ABBA“ სიმღერით «Winner Takes It All» ბრიტანულ ჰიტ-აღლუმში მერვეჯერ იკავებს მოწინავე პოზიციას. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE