16.04.2024
KA  
 
24 ოქტომბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
23.10.2023
ფოტო

არკანიდი რაიკი
1911 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა არკადი რაიკინი (Аркадий Райкин 1911-1987) - საბჭოთა მსახიობი, თეატრალური რეჟისორი, იუმორისტი. (იხილეთ ვიდეო)

უოლ-სტრიტზე შეკრებილი ხალხი
1929 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო საბირჟო კრახი (შავი ხუთშაბათი)(Wall Street Crash of 1929) - აქციათა ფასების მნიშვნელოვანი ვარდნა, რომელიც დაიწყო 1929 წლის 24 ოქტომბერს, რომელმაც მიიღო კატასტროფული მაშტაბები და შემდგომ გამოიწვია შავი ორშაბათი (28 ოქტომბერი) და შავი სამშაბათი (29 ოქტომბერი). ამ საბირჟო კრახმა, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც უოლ-სტრიტის კრახი, დასაბამი მიცა დიდი დეპრესიის (Great Depression - მსოფლიო ეკონომიკის რეცესია, რომელიც ძირითადად დაიწყო 1929 წელს და დასრულდა 1933 წლის დასაწყისში). (იხილეთ ვიდეო)

ჟილბერ ბეკო
1927 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა ჟილბერ ბეკო (ნამდვილი სახელი ფრანსუა სილი) (Gilbert Bécaud — François Gilbert Silly 1927 – 2001) - ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი, პიანისტი და მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ოთარ რამიშვილი
1934 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა ოთარ რამიშვილი (1934-2011) -  ქართველი მომღერალი და სიმღერების ავტორი. (იხილეთ ვიდეო)

ბილ უაიმენი
1936 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა ბილ უაიმენი (ნამდვილი სახელი უილიამ ჯორჯ პერქსი) (Bill Wyman — William George Perks) - ბრიტანელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი, ჯგუფი «The Rolling Stones»-ის ბასისტი. (იხილეთ ვიდეო)

კევინ კლაინი
1947 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა კევინ კლაინი (Kevin Kline) - ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, პრემია „ოსკარის“ ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

უეინ რუნი
1985 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა უეინ რუნი (Wayne Rooney) - ინგლისელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE