29.03.2024
KA  
 
18 ოქტომბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
17.10.2023
ფოტო

მელინა მერკური
1925 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა მელინა მერკური (Melina Mercouri 1925 – 1994)  - ბერძენი მსახიობი, მომღერალი და პოლიტიკური მოღვაწე. (იხილეთ ვიდეო)

ჩაკ ბერი
1926 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა ჩაკ ბერი (ნამდვილი სახელი ჩარლზ ედვარდ ანდერსონ ბერი) (Chuck Berry — Charles Edward Anderson Berry 1926-2017) - ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, როკ-ენ-როლის ერთ-ერთი პიონერი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

კლაუს კინსკი
1926 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა კლაუს კინსკი (ნამდვილი სახელი - ნიკოლაუს კარლ გიუნტერ ნაკშინსკი) (Klaus Kinski- Klaus Günter Karl Nakszyński 1926-1991) - პოლონური წარმოშობის გერმანელი მსახიობი, ნასტასია კინსკის მამა. (იხილეთ ვიდეო)

ჯორჯ სკოტი
1926 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა ჯორჯ სკოტი (George Campbell Scott  1926 – 1999) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, პირველი ადამიანი რომელმაც უარი განაცხადა „ოსკარის“ ჯილდოს მიღებაზე. (იხილეთ ვიდეო)

1956 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა მარტინა ნავრატილოვა (Martina Navrátilová) – ჩეხოსლოვაკიელი და ამერიკელი ჩოგბურთელი. ყოფილი პირველი ჩოგანი, 

 

ჟან-კლოდ ვან დამი
1960 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა ჟან-კლოდ ვან დამი (ნამდვილი სახელი ჟან-კლოდ კამილ ფრანსუა ვან ვარენბერგი) (Jean-Claude Van Damme — Jean-Claude Camille François van Varenberg) - ბელგიური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი. წარსულში  კულტურისტი და აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი. (იხილეთ ვიდეო)

ზაკ ეფრონი
1987 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა ზაკ ეფრონი (Zac Efron) - ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. (იხილეთ ვიდეო)

 
 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE