18.11.2019
KA  
 
19 ოქტომბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
18.10.2019
ფოტო

ოგუსტ ლუი მარი ნიკოლა ლუმიერი
1862 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა ოგუსტ ლუი მარი ნიკოლა ლუმიერი (Auguste Louis Marie Nicholas Lumière 1862 – 1954)  - თავისი ძმა ლუისთან (Louis Jean Lumière 1864 - 1948) ერთად ფრანგული კინოინდუსტრიისა და კინორეჟისურის ფუძემდებლად ითვლება. (იხილეთ ვიდეო)

მიგელ ანხელ ასტურიასი
1899 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა მიგელ ანხელ ასტურიასი (Miguel Ángel Asturias 1899 – 1974) - გვატემალელი მწერალი, 1967 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი, („ მკაფიო შემოქმედებითი მიღწევისთვის, რომლის საფუძველსაც ლათინური ამერიკის ინდიელების ზნე-ჩვეულებებისა და ტრადიციებისადმი ინტერესი წარმოადგენს“. (იხილეთ ვიდეო)

ჯონ ლე კარე
1931 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა ჯონ ლე კარე (ნამდვილი სახელი დევიდ ჯონ მურ კორნუელი) (John le Carré — David John Moore Cornwell) - ბრიტანელი დეტექტიური ჟანრის მწერალი. (იხილეთ ვიდეო)

მარლონ ბრანდო
1944 წლის 19 ოქტომბერს ბროდვეის სცენაზე მარლონ ბრანდოს (Marlon Brando 1924 – 2004 გამოჩენილი ამერიკელი მსახიობი) დებიუტი შედგა. (იხილეთ ვიდეო)

ვერონიკა კასტრო
1952 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა ვერონიკა კასტრო (Verónica Castro) - მექსიკელი მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი. (იხილეთ ვიდეო)

Trey Parker
1969 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა ტრეი პარკერი (Trey Parker) - ამერიკელი მსახიობი, ანიმატორი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მუსიკოსი და სიმღერების ავტორი. განსაკუთრებით ცნობილია, როგორც მულტსერიალი «South Park»-ის შემქნელი (Matt Stone-თან ერთად). (იხილეთ ვიდეო)

Black Monday 1987 years
1987 წლის 19 ოქტომბერს შავი ორშაბათი (Black Monday) - დღე, როდესაც ისტორიაში დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსის (Dow Jones Industrial Average) ყველაზე მაღალი ვარდნა დაფიქსირდა - 22,6 %.  (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE