21.10.2019
KA  
 
29 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
28.09.2019
ფოტო

მიგელ დე სერვანტეს საავედრა
1547 წლის 29 სექტემბერს დაიბადა მიგელ დე სერვანტეს საავედრა (Miguel de Cervantes Saavedra 1547 – 1616) - ესპანელი მწერალი, საქვეყნოდ ცნობილი რომანი „მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი“-ს (Don Quixote) ავტორი. (იხილეთ ვიდეო) 

რობერტ პილი
1829 წლის 29 სექტემბერს ლონდონში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის რობერტ პილის (Robert Peel 1788 - 1850)  განკარგულებით მოქმედება დაიწყო სამოქალაქო პოლიციამ, შემდგომ - სკოტლანდ იარდმა (New Scotland Yard - დიდი ლონდონის პოლიციის შტაბ-ბინა - Metropolitan Police Service). (იხილეთ ვიდეო)

ნიკო ლორთქიფანიძე
1880 წლის 29 სექტემბერს დაიბადა ნიკოლოზ ლორთქიფანიძე (1880 – 1944) - ქართველი მწერალი. (იხილეთ ვიდეო)

Hamburger SV
1887 წლის 29 სექტემბერს გერმანული საფეხბურთო კლუბი „ჰამბურგი“ (Hamburger SV) შეიქმნა. (იხილეთ ვიდეო)

მიქელანჯელო ანტონიონი
1912 წლის 29 სექტემბერს დაიბადა მიქელანჯელო ანტონიონი (Michelangelo Antonioni 1912 – 2007) - გამოჩენილი იტალიელი რეჟისორი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

სტენლი კრამერი
1913 წლის 29 სექტემბერს დაიბადა სტენლი კრამერი (Stanley Earl Kramer 1913 – 2001) - ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

ანიტა ეკბერგი
1931 წლის 29 სექტემბერს დაიბადა ანიტა ეკბერგი (Kersten Anita Marianne Ekberg 1931-2015) - შვედი და იტალიელი მსახიობი, მოდელი და სექს სიმბოლო. (იხილეთ ვიდეო)

რობერტ ბენტონი
1932 წლის 29 სექტემბერს დაიბადა რობერტ ბენტონი (Robert Douglas Benton) - ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი, სამი „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

ჯერი ლი ლუისი
1935 წლის 29 სექტემბერს დაიბადა ჯერი ლი ლუისი (Jerry Lee Lewis) - ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პიანისტი. როკ-ენ-როლის ერთ-ერთი  პიონერი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

მილენ დემონჟო
1935 წლის 29 სექტემბერს დაიბადა მილენ დემონჟო (ნამდვილი სახელი მარი-ელენი) (Mylène Demongeot — Marie-Hélène Demongeot) - ფრანგი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ანდრეი შევჩენკო
1976 წლის 29 სექტემბერს დაიბადა ანდრეი შევჩენკო (Андрей Шевченко) - უკრაინელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო) 

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE