18.11.2019
KA  
 
25 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
24.09.2019
ფოტო

უილიამ ფოლკნერი
1897 წლის 25 სექტემბერს დაიბადა უილიამ ფოლკნერი (William Cuthbert Faulkner 1897 – 1962) - ამერიკელი მწერალი, 1949 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

დიმიტრი შოსტაკოვიჩი
1906 წლის 25 სექტემბერს დაიბადა დიმიტრი შოსტაკოვიჩი (Дми́трий Дми́триевич Шостако́вич 1906 – 1975) - გამოჩენილი საბჭოთა და რუსი კომპოზიტორი. პიანისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. XX საუკუნის კომპოზიტორების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიოს მუსიკალური კულტურის განვითარებაში. (იხილეთ ვიდეო)

სერგეი ბონდარჩუკი
1920 წლის 25 სექტემბერს დაიბადა სერგეი ბონდარჩუკი (Серге́й Фёдорович Бондарчу́к 1920 – 1994) - საბჭოთა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი. პრემია "ოსკარის" ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

მაიკლ დუგლასი
1944 წლის 25 სექტემბერს დაიბადა მაიკლ დუგლასი (Michael Kirk Douglas) - ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. ორი პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

პედრო ალმოდოვარი
1949 წლის 25 სექტემბერს დაიბადა პედრო ალმოდოვარი (Pedro Almodóvar Caballero) - ესპანელი რეჟისორი. (იხილეთ ვიდეო)

კრისტოფერ რივი
1952 წლის 25 სექტემბერს დაიბადა კრისტოფერ რივი (Christopher Reeve 1952 – 2004) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და საზოგადოებრივი მოღვაწე. (იხილეთ ვიდეო)

უილ სმითი
1968 წლის 25 სექტემბერს დაიბადა უილ სმითი (Will Smith) - ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, რეპ-შემსრულებელი და სიმღერების ავტორი. (იხილეთ ვიდეო)

კათრინ ზიტა-ჯონზი
1969 წლის 25 სექტემბერს დაიბადა კათრინ ზიტა-ჯონზი (Catherine Zeta-Jones) - ბრიტანელი მსახიობი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. მაიკლ დუგლასის მეუღლე.(იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE