21.10.2019
KA  
 
13 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
12.09.2019
ფოტო

New York City
1788 წლის 13 სექტემბერს ნიუ-იორკი (New York City) გამოცხადდა აშშ-ს დედაქალაქად. (იხილეთ ვიდეო)

დაქტილოსკოპია
1902 წლის 13 სექტემბერს ბრიტანეთში პირველად დამნაშავის დანაშაულის დასამტკიცებლად გამოიყენეს დანაშაულის ჩადენის ადგილიდან აღებული თითის ანაბეჭდები (დაქტილოსკოპია). (იხილეთ ვიდეო)  

კლოდეტ კოლბერი
1905 წლის 13 სექტემბერს დაიბადა კლოდეტ კოლბერი (ნამდვილი სახელი ლილი შოშუენი) (Claudette Colbert — Lily Claudette Chauchoin 1905 – 1996) - ფრანგული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

მორის ჟარი
1924 წლის 13 სექტემბერს დაიბადა მორის ჟარი (Maurice Jarre 1924 – 2009) - ფრანგი კომპოზიტორი, ჟან მიშელ ჟარის (Jean-Michel André Jarre - ფრანგი კომპოზიტორი, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი) მამა, 120-ზე მეტი ფილმებისთვის მუსიკის ავტორი. სამი „ოსკარის“ ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

ჟაკლინ ბისეტი
1944 წლის 13 სექტემბერს დაიბადა ჟაკლინ ბისეტი (Jacqueline Bisset) - ბრიტანელი და ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ალექსანდრე როზენბაუმი
1951 წლის 13 სექტემბერს დაიბადა ალექსანდრე როზენბაუმი (Александр Розенбаум) - საბჭოთა და რუსი ავტორი-შემსრულებელი, მწერალი და მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

დეივ მასტეინი
1961 წლის 13 სექტემბერს დაიბადა დეივ მასტეინი (David Scott Mustaine) - ამერიკელი როკ-მუსიკოსი (გიტარა, ვოკალი, სიმღერების ავტორი). ჯგუფი Metallica-ის ყოფილი წევრი, სადაც 15 თვე უკრავდა და საბოლოოდ ჯგუფიდან ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაუშვეს.  ტრეშ-ჯგუფი „Megadeth“ -ის დამაარსებელი და უცვლელი ლიდერი. (იხილეთ ვიდეო)

ფაბიო კანავარო
1973 წლის 13 სექტემბერს დაიბადა ფაბიო კანავარო (Fabio Cannavaro) - იტალიელი ფეხბურთელი, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

თომას მიულერი
1989 წლის 13 სექტემბერს დაიბადა თომას მიულერი (Thomas Müller) - გერმანელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE