21.10.2019
KA  
 
7 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
06.09.2019
ფოტო

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი
1861 წლის 7 სექტემბერს დაიბადა ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია 1861 – 1927) - ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში. (იხილეთ ვიდეო)  

ბრაზილია
1822 წლის 7 სექტემბერს ბრაზილიამ (Brazil) პორტუგალიისგან (Portugal) დამოუკიდებლობა გამოაცხადა. (იხილეთ ვიდეო)

დევიდ პაკარდი
1912 წლის 7 სექტემბერს დაიბადა დევიდ პაკარდი (David Packard 1912 – 1996) - ამერიკელი ბიზნესმენი, უილიამ ჰიულიტთან (William Redington Hewlett 1913-2001) ერთად კომპანია «Hewlett-Packard»-ის დამფუძნებელი. (იხილეთ ვიდეო)

ბადი ჰოლი
1936 წლის 7 სექტემბერს დაიბადა ბადი ჰოლი (ნამდვილი სახელი ჩარლზ ჰარდინ ჰოლი) (Buddy Holly — Charles Hardin Holley 1936 – 1959) - ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, როკ-ენ-როლის პიონერი. (იხილეთ ვიდეო)

დარიო არჯენტო
1940 წლის 7 სექტემბერს დაიბადა დარიო არჯენტო (Dario Argento) - იტელიელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. საშინელებათა ჟანრის ფილმების ავტორი. (იხილეთ ვიდეო)

გლორია გეინორი
1949  წლის 7 სექტემბერს დაიბადა გლორია გეინორი (Gloria Gaynor) - ამერიკელი მომღერალი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

ენჯი ევერჰარტი
1969 წლის 7 სექტემბერს დიაბადა ენჯი ევერჰარტი (Angie Everhart) - ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი. (იხილეთ ვიდეო)

ჯორჯ ჰარისონი
1976 წლის 7 სექტემბერს ჯორჯ ჰარისონი (George Harrison 1943 – 2001 ლეგენდარული ჯგუფი “ The Beatles ”-ის გიტარისტი) გამოცხადდა დამნაშავედ წინასწარ განუზრახვ პლაგიატში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი ჰიტი «My Sweet Lord» არ წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, ხოლო მელოდიის ავტორობა, რომელიც საფუძვლად დაედო სიმღერას ეკუთვნის Ronald Mack-ს, რომელმაც 1963 წელს ქალთა ვოკალური ჯგუფისთვის „The Chiffons“  სიმღერა «He’s So Fine»-ი დაწერა. ჰარისონი დააჯარიმეს 1.6 მილიონი დოლარით. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE