12.11.2019
KA  
 
5 სექტემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
04.09.2019
ფოტო

ტომაზო კამპანელა
1568 წლის 5 სექტემბერს დაიბადა ტომაზო კამპანელა (Tommaso Campanella 1568 – 1639) - იტალიელი ფილოსოფოსი და მწერალი. (იხილეთ ვიდეო)

ჯორჯ ლეზენბი
1939 წლის 5 სექტემბერს ჯორჯ ლეზენბი (George Lazenby) — ავსტრალიელი მსახიობი, ერთ-ერთი ჯეიმზ ბონდის როლის შემსრულებელი ფილმში „მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში“ (On Her Majesty's Secret Service). (იხილეთ ვიდეო)

ვერნერ ჰერცოგი
1942 წლის 5 სექტემბერს დაიბადა ვერნერ ჰერცოგი (Werner Herzog Stipetić) - გერმანელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ფრედი მერკური
1946 წლის 5 სექტემბერს დაიბადა ფრედი მერკური  (ნამდვილი სახელი ფაროჰ ბულსარა) (Freddie Mercury — Farrokh Bulsara 1946 – 1991) - ზანზიბარული წარმოშობის ბრიტანელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, ლეგენდარული ჯგუფი „Queen-ის ვოკალისტი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

მაიკლ კიტონი
1951 წლის 5 სექტემბერს დაიბადა მაიკლ კიტონი (ნამდვილი სახელი მაიკლ ჯონ დუგლასი) (Michael Keaton — Michael John Douglas) - ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი. (იხილეთ ვიდეო)

გოგი დოლიძე
1954 დაიბადა გოგი დოლიძე (1954-1996) - ქართველი მომღერალი. (იხილეთ ვიდეო)

ბორის პასტერნაკი 
1958 წლის 5 სექტემბერს აშშ-ში პირველად დაიბეჭდა ბორის პასტერნაკის (Бори́с Леони́дович Пастерна́к 1890 – 1960  რუსი პოეტი და მწერალი, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი) რომანი „ექიმი ჟივაგო“ (Доктор Живаго). (იხილეთ ვიდეო)    

The Animals
1964 წლის 5 სექტემბერს ჯგუფმა «The Animals»-მა ამერიკულ ჰიტ-აღლუმში (Record chart) პირველი ადგილი თავისი სიმღერით «The House of the Rising Sun» დაიკავა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE