18.11.2019
KA  
 
28 ოქტომბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
27.10.2019
ფოტო

ივანე ტურგენევი
1818 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა ივანე ტურგენევი (Иван Сергеевич Тургенев 1818 – 1883) - გამოჩენილი რუსი მწერალი, პოეტი, რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი კლასიკოსი. (იხილეთ ვიდეო)

დავით სარაჯიშვილი
1848 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა დავით სარაჯიშვილი (1848 – 1911) - ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი და საზოგადო მოღვაწე. (იხილეთ ვიდეო)

გრიგოლ რობაქიძე
1882 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა გრიგოლ რობაქიძე (1882 – 1962) - ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. (იხილეთ ვიდეო)

ივლინ ვო
1903 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა ივლინ ვო (Evelyn Arthur St. John Waugh 1903 – 1966) - ბრიტანელი მწერალი. (იხილეთ ვიდეო)

Marvin Heemeyer
1951 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა მარვინ ჰიმეიერი (Marvin John Heemeyer 1951 – 2004)  - შემდუღებელი, მუშა, გრენბში (Granby - ქალაქი აშშ-სი, შტატი კოლორადო) სახელოსნოს მფლობელი. ტერიტორიასთან დაკავშირებული ხანგძლივი კონფლიქტის შემდეგ კომპანია Mountain Park-თან (ცემენტის ქარხანა), სადაც განთავსებული იყო მისი სახელოსნო, მან ბულდოზერით 13 ადმინისტრაციული შენობა (მათ შორის ყველა ის შენობა რომელიც ეკუთვნოდა ცემენტის კომპანიას) დაანგრია, რის შემდაგაც მან თავი მოიკლა. ქალაქს მიადგა ზარალი 5 000 000 $, ხოლო ქარხანას 2 000 000 $ ზარალი. (იხილეთ ვიდეო)  

ბილ გეიტსი
1955 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა ბილ გეიტსი (Bill Gates) - ამერიკელი ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე, ფილანტროპი, კორპორაცია Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და უმსხვილესი აქციონერი, 2008 წლამდე კომპანიას ხელმძღვანელობდა. 1996 დან 2007-წლამდე და 2009 და 2015 წლებში მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანს წარმოადგენდა,  2016 წლის მონაცემებით მისი ქონება შეფასებულია 76,4 მილიარდი დოლარით. (იხილეთ ვიდეო)

ეროს რამაცოტი
1963 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა ეროს რამაცოტი (Eros Ramazzotti) - იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

ჯულია რობერტსი
1967 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა ჯულია რობერტსი (Julia Roberts) - ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი, როგორც საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი ფილმში (Erin Brockovich). იგი არის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი მსოფლიოში. (იხილეთ ვიდეო)

ხოაკინფენიქსი
1974 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა ხოაკინ ფენიქსი (Joaquín Phoenix) - ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, კლიპმეიკერი და მუსიკოსი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE