18.11.2019
KA  
 
27 ოქტომბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
26.10.2019
ფოტო

ნიკოლო პაგანინი
1782 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა ნიკოლო პაგანინი (Niccolò Paganini 1782-1840) - იტალიელი მევიოლინე-ვირტუოზი, გიტარისტი და კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

ჯეიმზ კუკი
1728 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა ჯეიმზ კუკი  (James Cook 1728 – 1779) - ინგლისელი სამხედრო მეზღვაური, მკვლევარი, მოგზაური, კარტოგრაფი. (იხილეთ ვიდეო)

იაკობ გოგებაშვილი
1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა იაკობ გოგებაშვილი (1840 – 1912) - ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე. (იხილეთ ვიდეო)

ივანე მიჩურინი
1855 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა ივანე მიჩურინი (Ива́н Влади́мирович Мичу́рин 1855 – 1935) - რუსი მეცნიერი, ბიოლოგი და სელექციონერი. (იხილეთ ვიდეო)

ჯონ კლიზი
1939 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა ჯონ კლიზი (John Marwood Cleese) - ბრიტანელი მსახიობი, კომიკოსი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

ვანესა მეი
1978 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა ვანესა მეი (Vanessa-Mae Vanakorn Nicholson)  - ჩინური წარმოშობის ბრიტანელი მევიოლინე და კომპოზიტორი. ძირითადად ცნობილია როგორც კლასიკური კომპოზიციების ტექნო-იმპროვიზატორი. მისი შესრულების სტილია «violin techno-acoustic fusion» (ვიოლინოს ტექნო-აკუსტიკური ფიუჟენი). (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE