18.11.2019
KA  
 
22 ოქტომბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
21.10.2019
ფოტო

The first rugby match
1878 წლის 22 ოქტომბერს ინგლისში პირველი რაგბის (rugby) მატჩი გაიმართა. (იხილეთ ვიდეო)

მეტროპოლიტენის ოპერა
1883 წლის 22 ოქტომბერს ნიუ იორკში მეტროპოლიტენის ოპერა (Metropolitan Opera House) გაიხსნა. პირველ დღეს შარლ გუნოს(Charles-François Gounod 1818-1893) ოპერა „ფაუსტი“ (Faust) ჟღერდა. (იხილეთ ვიდეო)

Montparnasse derailment
1895 წლის 22 ოქტომბერს პარიზში მონპარნასის ვაგზალზე სამგზავრო მატარებელმა მარცხი განიცადა (Montparnasse derailment): მატარებელმა დაქანებაზე დამუხრუჭება ვერ მოახერხა, სადგურის ბაქანზე გამოვარდა და შენობის კედლის გამონგრევის შემდეგ ქუჩაზე სიმაღლიდან დაეხეთქა.  (იხილეთ ვიდეო)

ჯოან ფონტეინი
1917 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა ჯოან ფონტეინი (ნამდვილი სახელი ჯოან დე ბოვუარ დე ჰევილენდი) (Joan Fontaine-Joan de Beauvoir de Havilland 1917-2013) - ინგლისური წამოშობის ამერიკელი  მსახიობი, პრემია „ოსკარის“ ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

კატრინ დენევი
1943 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა კატრინ დენევი (Catherine Deneuve)  -  ფრანგი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

რობერტინო ლორეტი
1946 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა რობერტინო ლორეტი (Robertino Loretti) - იტალიელი მომღერალი, მოზარდობის ასაკში (1960-იანების დასაწყისში) მსოფლიო პოპულარობას მიაღწია. (იხილეთ ვიდეო)

ვალერია გოლინო
1966 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა ვალერია გოლინო (Valeria Golino) - იტალიელი მსახიობი და რეჟისორი. (იხილეთ ვიდეო)

Led Zeppelin
1969 წლის 22 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფ «Led Zeppelin»-ის ალბომი «Led Zeppelin II», რომელიც ბრიტანეთსა და აშშ-ში ნომერი პირველი გახდა. ხოლო ჯგუფი მომდევნო წელს დასახელდა როგორც წლის საუკეთესო ჯგუფი, რითაც «The Beatles»-ის მრავალწლიანი ჰეგემონია დაასრულა. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

რემბო
1982 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ს ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი „პირველი სისხლი“ (First Blood), რომელშიც ვიეტნამის ომის ვეტერანის როლში სილვესტერ სტალონე (Sylvester Stallone) მონაწილეობდა, რომლის სახელიც იყო „რემბო“ (Rambo). (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE