21.10.2019
KA  
 
2 ოქტომბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
01.10.2019
ფოტო

Richard III
1452 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა რიჩარდ III (Richard III 1452-1485) - ინგლისის მეფე 1483 წლიდან, ინგლისის სამეფო ტახტზე იორკების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. (იხილეთ ვიდეო)

მაჰათმა განდი
1869 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა მაჰათმა განდი (Mohandas Karamchand Gandhi 1869-1948) – ინდოეთის ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი. მისმა არაძალადობრივმა ფილოსოფიამ (სატიაგრაჰა) მსოფლიოში მშვიდობიანი გზებით პოლიტიკურ ცვლილებებს დაუდო საფუძველი. (იხილეთ ვიდეო)

გოდერძი ჩოხელი
1954 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა გოდერძი ჩოხელი (1954 – 2007) - ქართველი მწერალი, კინორეჟისორი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

სტინგი
1951 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა სტინგი (ნამდვილი სახელი - გორდონ მეთიუ თომას სამნერი) (Sting — Gordon Matthew Thomas Sumner) - ინგლისელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მულტიინსტრუმენტალისტი, ჯგუფი «The Police»-ის ყოფილი ლიდერი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)  

რომინა პაუერი
1951 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა რომინა პაუერი (Romina Power) - ამერიკელი და იტალიელი მომღერალი, მსახიობი და მხატვარი. იტალიელი მომღერალი ალ ბანოს (Al Bano) ყოფლი მეუღლე. (იხილეთ ვიდეო)

როდ სტიუარტი
1971 წლის 2 ოქტომბერს პირველი წარმატება მოიპოვა ბრიტანელმა მომღერალმა როდ სტიუარტმა  (Rod Stewart), მისი ალბომი «Every Picture Tells A Story» ექვსი კვირის განმავლობაში მოექცა ბრიტანული ჰიტ-აღლუმის სათავეში და ოთხი კვირის განმავლობაში ამერიკული ჰიტ-აღლუმის მოწინავე პოზიცია დაიკავა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE