18.11.2019
KA  
 
6 ნოემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
05.11.2019
ფოტო

ადოლფ საქსი
1814 წლის 6 ნოემბერს დაიბადა ადოლფ საქსი (Antoine-Joseph Sax 1814 – 1894) - ბელგიელი მუსიკალური ინსტრუმენტების ოსტატი, საქსოფონის შემქმნელი. (იხილეთ ვიდეო)

აბრაამ ლინკოლნი
1860 წლის 6 ნოემბერს აბრაამ ლინკოლნი (Abraham Lincoln 1809 – 1865) გახდა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან (რიგით მე-16 აშშ-ს პრეზიდენტი). (იხილეთ ვიდეო)

ჯეიმს ნეისმიტი
1861 წლის 6 ნოემბერს დაიბადა ჯეიმს ნეისმიტი (James Naismith 1861-1939) - კანადელი და ამერიკელი ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელმაც 1891 წლის დეკემბერში გამოიგონა თამაში კალათბურთი (Basketball).  (იხილეთ ვიდეო)

მაიკ ნიკოლსი
1931 წლის 6 ნოემბერს დაიბადა მაიკ ნიკოლსი (Mike Nichols 1931-2014) (ნამდვილი სახელი - მიხეილ პეშკოვსკი) - გერმანელი და ამერიკელი რეჟისორი, მწერალი, მსახიობი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

 Sex Pistols
1975 წლის 6 ნოემბერს ბრიტანულმა ჯგუფმა „Sex Pistols“-მა თავისი პირველი კონცერტი წმინდა მარტინის სამხატვრო სკოლაში(Central Saint Martins) ჩაატარა. (იხილეთ ვიდეო)

ემა სტოუნი
1988 წლის 6 ნოემბერს დაიბადა ემა სტოუნი (Emily Jean "Emma" Stone) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE