07.12.2019
KA  
 
30 ნოემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
29.11.2019
ფოტო

ჯონათან სვიფტი
1667 წლის 30 ნოემბერს დაიბადა ჯონათან სვიფტი (Jonathan Swift  1667 – 1745) - ირლანდიული წარმოშობის ბრიტანელი მწერალი-სატირიკოსი, პუბლიცისტი, პოეტი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე. განსაკუთრებით ცნობილია მისი ფანტასტიური ლიტერატურული ნაწარმოები „გულივერის მოგზაურობა“ (Gulliver's Travels). (იხილეთ ვიდეო)

თეოდორ მომზენი
1817 წლის 30 ნოემბერს დაიბადა თეოდორ მომზენი (Theodor Mommsen  1817 – 1902) - გერმანელი ისტორიკოსი, ფილოლოგი და იურისტი, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი, ნაშრომისთვის „რომის ისტორია“ (1902). (იხილეთ ვიდეო)

მარკ ტვენი
1835 წლის 30 ნოემბერს დაიბადა მარკ ტვენი (ნამდვილი სახელი - სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი) (Mark Twain - Samuel Langhorne Clemens  1835 -1910) - გამოჩენილი ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. (იხილეთ ვიდეო)

პირველი ოფიციალური საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი 
1872 წლის 30 ნოემბერს გლაზგოში (Glasgow) პირველი ოფიციალური საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ფეხბურთში  გაიმართა (შოტლანდია - ინგლისი 0:0). (იხილეთ ვიდეო)

უინსტონ ჩერჩილი
1874 წლის 30 ნოემბერს დაიბადა უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი 1874-1965) (Sir Winston Leonard Spencer Churchill) - ბრიტანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1940 – 1945 და 1951 – 1955 წლებში, სამხედრო, ჟურნალისტი, მწერალი, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1953). 2002 წელს კომპანია BBC-ის მიერ ჩატარებული  გამოკითხვის შედეგად ისტორიაში ყველაზე გამოჩენილ ბრიტანელად არის მიჩნეული. (იხილეთ ვიდეო)

გარი ლინეკერი
1960 წლის 30 ნოემბერს დაიბადა გარი ლინეკერი (Gary Lineker) - ინგლისელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

ბენ სტილერი
1965 წლის 30 ნოემბერს დაიბადა ბენ სტილერი (Ben Stiller)  - ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. (იხილეთ ვიდეო)

The Wall
1979 წლის 30 ნოემბერს ბრიტანული ფსიქოდელიური როკ-ჯგუფი „Pink Floyd“ -ი თავის ორმაგ ალბომ «The Wall»-ს უშვებს. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE