07.12.2019
KA  
 
23 ნოემბერი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
22.11.2019
ფოტო

წმინდა ლავრენტის მდინარე
1877 წლის 23 ნოემბერს აშშ-მ კანადას (Canada) გადაუხადა 5.5 მილიონი დოლარი, რითაც წმინდა ლავრენტის მდინარეში (Saint Lawrence River - ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი წყლის არტერია, რომელიც მიედინება აშშ-სა და კანადის ტერიტორიებზე) მუდმივად თევზჭერის უფლება მოიპოვა. (იხილეთ ვიდეო)

მაიკლ გოფი
1916 წლის 23 ნოემბერს დაიბადა მაიკლ გოფი (Michael Gough 1916–2011) - ბრიტანელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

მშრალი კანონი
1921 წლის 23 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა (Warren Gamaliel Harding 1865—1923 - აშშ-ს 29-ე პრეზიდენტი) ექიმებს პაციენტებისთვის სამკურნალო საშუალებად ლუდის დანიშვნა აუგრძალა, რის საშუალებითაც ექიმებიმშრალი კანონისთვის“ (Prohibition) გვერდის ავლას ცდილობდნენ. (იხილეთ ვიდეო)

ექიმი ჟივაგო
1957 წლის 23 ნოემბერს იტალიაში გამოვიდა ბორის პასტერნაკის (Бори́с Леони́дович Пастерна́к 1890 – 1960 - რუსი მწერალი და პოეტი) რომანი -  „ექიმი ჟივაგო“ (Доктор Живаго). (იხილეთ ვიდეო)

ფრედი მერკური
1991 წლის 23 ნოემბერს ფრედი მერკურმა (Freddie Mercury 1946 – 1991 ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფი „Queen“-ის ვოკალისტი) დაადასტურა ჭორები იმის შესახებ, რომ „შიდსით“ იყო დაავადებული, მეორე დღეს იგი გარდაიცვალა. (იხილეთ ვიდეო)

მაილი საირუსი
1992 წლის 23 ნოემბერს დაიბადა მაილი რეი საირუსი (Miley Ray Cyrus) - ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ქანთრის სტილში სიმღერების შემსრულებელი ბილი რეი საირუსის   (Billy Ray Cyrus)  ქალიშვილი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE