ლუი დაგერი
1787 წლის 18 ნოემბერს დაიბადა ლუი ჟაკ მანდე დაგერი (Louis Daguerre 1787 – 1851) - ფრანგი მხატვარი, ქიმიკოსი და გამომგონებელი, ფოტოგრაფიის ერთ-ერთი შემქნელი. (იხილეთ ვიდეო)
ლატვია
1918 წლის 18 ნოემბერს ლატვიამ (Latvia) დამოუკიდებლობა გამოაცხადა. (იხილეთ ვიდეო)
ელდარ რიაზანოვი
1927 წლის 18 ნოემბერს დაიბადა ელდარ რიაზანოვი (Эльдар Александрович Рязанов 1927-2015) - საბჭოთა და რუსი რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი, სცენარისტი და პოეტი. (ფილმები: «Карнавальная ночь», «Ирония судьбы, или С лёгким паром», «Служебный роман» და სხვ.) (იხილეთ ვიდეო)
Steamboat Willie
1928 წლის 18 ნოემბერს ნიუ-ორკში გაიმართა პირველი გახმოვანებული მულტიპიკაციური ფილმის «Steamboat Willie»–ის პრემიერა, ყველასთვის საყვარელი გმირის მიკი მაუსის (Mickey Mouse) მონაწილეობით. (იხილეთ ვიდეო)
თემურ ჩხეიძე
1943 წლის 18 ნოემბერს დაიბადა თემურ ჩხეიძე- ქართველი რეჟისორი და მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)
დავით ყიფიანი
1951 წლის 18 ნოემბერს დაიბადა დავით ყიფიანი (1951 – 2001) - გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი, დინამო თბილისისა და საბჭოთა კავშირის ნაკრების გუნდის წევრი, საქართვლოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1976). (იხილეთ ვიდეო)
პეტერ შმეიხელი
1963 წლის 18 ნოემბერს დაიბადა პეტერ შმეიხელი (Peter Schmeichel) - პოლონური წარმოშობის დანიელი საფეხბურთო მეკარე. (იხილეთ ვიდეო)
ოუენ უილსონი
1968 წლის 18 ნოემბერს დაიბადა ოუენ უილსონი (Owen Wilson) - ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი . (იხილეთ ვიდეო)
პეტა უილსონი
1970 წლის 18 ნოემბერს დაიბადა პეტა უილსონი (Peta Gia Wilson) - ავსტრალიელი მსახიობი და მოდელი. განსაკუთრებული აღიარება მას მოუტანა როლმა „ნიკიტა“ სერილში „მას ერქვა ნიკიტა“ (La Femme Nikita). (იხილეთ ვიდეო)