31.05.2020
KA  
 
29 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
28.03.2020
ფოტო

Johann Karl August Musäus
1735 წლის 29 მარტს დაიბადა იოჰან კარლ ავგუსტ მუზეუსი (Johann Karl August Musäus 1735 – 1787) - გერმანელი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ფილოლოგი და პედაგოგი, „გერმანული ხალხური ზღაპრების“ - კრებულის ავტორი.

John Tyler
1790 წლის 29 მარტს დაიბადა ჯონ ტაილერი (John Tyler  1790 – 1862)- ამერიკის რიგით მე-10 პრეზიდენტი. (იხილეთ ვიდეო)

Coca-Cola
1886 წლის 29 მარტს  ჯონ პემბერტონი ატლანტაში (შტატი-ჯორჯია) Coca-Cola-ს პირველ პარტიას ხარშავს.  (იხილეთ ვიდეო)

Wilhelm Steinitz
1886 წლის 29 მარტს იოჰან ცუკერტორტთან მატჩში გამარჯვების შემდეგ ვილგელმ სტეინიცი (Wilhelm Steinitz) ჭადრაკში ოფიციალურად მსოფლიოს პირველი  ჩემპიონი გახდა. (იხილეთ ვიდეო)

ლავრენტი ბერია
1899 წლის 29 მარტს დაიბადა ლავრენტი ბერია (Лаврентий Берия 1899 – 1953) - საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი. (იხილეთ ვიდეო)

Sam Walton
1918 წლის 29 მარტს დაიბადა სემ უოლტონი (Samuel Moore Walton 1918-1992) - ამერიკელი მეწარმე, ქსელი Wal-Mart-ის დამფუძნებელი. (იხილეთ ვიდეო)

John Vane
1927 წლის 29 მარტს დაიბადა ჯონ ვეინი (1927 – 2004 John Robert Vane)  - ინგლისელი ქიმიკოსი, ფარმაკოლოგი, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1982).

აკაკი ბაქრაძე
1928 წლის 29 მარტს დაიბადა აკაკი ბაქრაძე (1928-1999) -  ქართველი საზოგადო მოღვაწე, კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და პუბლიცისტი. (იხილეთ ვიდეო)

Eric Idle
1943 წლის 29 მარტს დაიბადა ერიკ აიდლი (Eric Idle) - ბრიტანელი მსახიობი, სცენარისტი, კომიკ-ჯგუფი „Monty Python“-ის წევრი. (იხილეთ ვიდეო)

Vangelis
1943 წლის 29 მარტს დაიბადა ვანგელისი (Evangelos Odysseas Papathanassiou) - ბერძენი კომპოზიტორი, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი. (იხილეთ ვიდეო)

Brendan Gleeson
1955 წლის 29 მარტს დაიბადა ბრენდან გლისონი (Brendan Gleeson) - ირლანდიელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

Christopher Lambert
1957 წლის 29 მარტს დაიბადა კრისტოფერ ლამბერტი (Christopher Lambert) - ფრანგი და ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Владимир Пресняков (младший)
1968 წლის 29 მარტს დაიბადა ვლადიმირ პრესნიაკოვი (უმცროსი) (Влади́мир Влади́мирович Пресняко́в)- რუსი და საბჭოთა მუსიკოსი, საეტრადო მომღერალი, კომპოზიტორი, არანჟირების ოსტატი და მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE