01.04.2020
KA  
 
23 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
22.03.2020
ფოტო

Pierre-Simon Laplace
1749 წლის 23 მარტს დაიბადა პიერ სიმონ ლაპლასი (Pierre-Simon, marquis de Laplace 1749-1827) - ფრანგი მათემატიკოსი, მექანიკოსი, ფიზიკოსი და ასტრონომი. (იხილეთ ვიდეო)

Juan Gris
1887 წლის 23 მარტს დაიბადა ხუან გრისი (José Victoriano González-Pérez 1887-1927) - ესპანელი მხატვარი და მოქანდაკე, „კუბიზმის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი. (იხილეთ ვიდეო)

Roger Martin du Gard
1881 წლის 23 მარტს დაიბადა როჟე მარტენ დიუ გარი (Roger Martin du Gard 1881-1937) - ფრანგი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1937).

შალვა ასლანიშვილი
1896 წლის 23 მარტს დაიბადა შალვა სოლომონის ძე ასლანიშვილი (1896-1981) -  ქართველი მუსიკათმცოდნე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

Erich Fromm
1900 წლის 23 მარტს დაიბადა ერიხ ფრომი (Erich Seligmann Fromm 1900 - 1980) - გერმანელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, სოციალური ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი. (იხილეთ ვიდეო)

Joan Crawford
1904 წლის 23 მარტს დაიბადა ჯოან კროუფორდი (Joan Crawford 1904-1977) - ამერიკელი მუნჯური და ხმოვანი კინოს მსახიობი, პრემია „ოსკარის“ ლაურეატი. 1930-იან წლებში პოპულარობის თვალსაზრისით კონკურენციას უწევდა მარლენ დიტრიხს და გრეტა გარბოს(იხილეთ ვიდეო)

Akira Kurosawa
1910 წლის 23 მარტს დაიბადა აკირა კუროსავა (Akira Kurosawa 1910 – 1998 ) - იაპონელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი კინორეჟისორი. (იხილეთ ვიდეო)

Benito Mussolini
1919 წლის 23 მარტს იტალიაში ბენიტო მუსოლინი (Benito Amilcare Andrea Mussolini 1883–1945)  პირველ ფაშისტურ პარტიას აყალიბებს. (იხილეთ ვიდეო)

არჩილ გომიაშვილი
1926 წლის 23 მარტს დაიბადა არჩილ გომიაშვილი (1926 - 2005) - ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ გომიაშვილი მამა. (იხილეთ ვიდეო)

მიხეილ გომიაშვილი
1961 წლის 23 მარტს დაიბადა მიხეილ გომიაშვილი - ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. არჩილ გომიაშვილი შვილი. (იხილეთ ვიდეო)

Damon Albarn
1968 წლის 23 მარტს დაიბადა დეიმონ ალბარნი (Damon Albarn) - ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ჯგუფი „Blur“-ის ლიდერი.  (ჯგუფის ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

Michelle Monaghan
1976 წლის 23 მარტს დაიბადა მიშელ მონაგანი (Michelle Lynn Monaghan) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE