01.04.2020
KA  
 
15 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
14.03.2020
ფოტო

Andrew Jackson  
1767 წლის 15 მარტს დაიბადა ენდრიუ ჯექსონი (Andrew Jackson  1767 – 1845) - აშშ-ის მე-7 პრეზიდენტი (1829-1837), პირველი პრეზიდენტი რომელიც არჩეული იყო როგორც დემოკრატიული პარტიის (Democratic Party) კანდიდატი. (იხილეთ ვიდეო)

State of Maine
1820 წლის 15 მარტს მენი (Maine) აშშ-ს 23-ე შტატი გახდა. (იხილეთ ვიდეო)

Paul Heyse
1830 წლის 15 მარტს დაიბადა  პაულ ფონ ჰაიზე (Paul Johann Ludwig von Heyse 1830 – 1914) - გერმანელი მწერალი. ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1910).

Emil von Behring
1854 წლის 15 მარტს დაიბადა ემილ ადოლფ ბერინგი (Emil von Behring 1854 – 1917)  - გერმანელი ექიმი და ფიზიოლოგი, ანტიდიფთერიული შრატის შემქმნელი, პირველი ნობელის პრემიის ლაურეატი ბიოლოგიისა და მედიცინის დარგში (1910). (იხილეთ ვიდეო)

თედო სახოკია
1868 წლის 15 მარტს დაიბადა თედო სახოკია (1968-1956) - ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი. (იხილეთ ვიდეო)

Liverpool Football Club
1892 წლის 15 მარტს საფეხბურთო კლუბი ლივერპული (Liverpool FC) დაარსდა. (ოფიციალური ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Rolls-Royce
1906 წლის 15 მარტს კომპანია „როლს-როისი“  (Rolls-Royce Limited) დარეგისტრირდა. (იხილეთ ვიდეო)

David Cronenberg
1943 წლის 15 მარტს დაიბადა  დევიდ კრონენბერგი (David Paul Cronenberg) - კანადელი კინორეჟისორი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

ლევან თედიაშვილი
1948 წლის 15 მარტს  დაიბადა ლევან თედიაშვილი -  ქართველი მოჭიდავე (თავისუფალი სტილი). სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად. ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.  (იხილეთ ვიდეო)

Dee Snider
1955 წლის 15 მარტს დაიბადა დი სნაიდერი (Daniel Snider) - ამერიკელი როკ-მუსიკოსი. ჯგუფი „Twisted Sister“-ის ვოკალისტი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Renny Harlin
1959 წლის 15 მარტს დიაბადა რენი ჰარლინი (Lauri Mauritz Harjola) - ფინელი კინორეჟისორი, და პროდიუსერი.  (იხილეთ ვიდეო)

Terence Trent D'Arby
1962 წლის 15 მარტს დაიბადა ტერენს ტრენტ დარბი (Terence Trent D'Arby, ნამდვილი სახელი: Sananda Francesco Maitreya) -  ამერიკელი მომღერალი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Elizabeth Taylor and Richard Burton
1964 წლის 15 მარტს კინოვარსკვლავების ელიზაბეთ ტეილორისა (Elizabeth Taylor) და რიჩარდ ბარტონის (Richard Burton) ქორწილი შედგა. (იხილეთ ვიდეო)  

Sabrina Salerno
1968  წლის 15 მარტს დაიბადა საბრინა სალერნო (Norma Sabrina Salerno) - იტალიელი მომღერალი. (იხილეთ ვიდეო)

will.i.am
1975 წლის 15 მარტს დაიბადა უილიამ ადამსი (William Adams. ფსევდონიმი-will.i.am) - ამერიკელი რეპერი, მულტიინსტურმენტალისტი, მსახიობი და მუსიკალური პროდიუსერი. კორპორაცია Intel-ისა და კომპანია 3D Systems-ის კრეატიული დირქტორი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

Joe Hahn
1977 წლის 15 მარტს დაიბადა ჯო ჰანი (Joseph Hahn) - ჯგუფი Linkin Park-ის დიჯეი, ტარნტეიბლიზტი და კლიპმეიკერი. (ჯგუფის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

პირველი დომენი
1985 წლის 15 მარტს პირველი ინტერნეტ დომენური სახელი დარეგისტრირდა  (symbolics.com). (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE