30.05.2020
KA  
 
14 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
13.03.2020
ფოტო

Georg Philipp Telemann
1681 წლის 14 მარტს დაიბადა გეორგ ფილიპ ტელემანი (Georg Philipp Telemann 1681-1767) - ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი, ორღანისტი და კაპელმეისტერი.(იხილეთ ვიდეო)

Johann Strauss
1804 წლის 14 მარტს დაიბადა იოჰან შტრაუსი (უფროსი) (Johann Strauss 1804-1849) - ავსტრიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და დირიჟორი. შტრაუსების მუსიკალური დინასტიის ფუძემდებელი. (იხილეთ ვიდეო)

Albert Einstein
1879 წლის 14 მარტს დაიბადა ალბერტ აინშტაინი (Albert Einstein 1879-1955) - ფიზიკოსი-თეორიტიკოსი, თანამედროვე თეორიული ფიზიკის ფუძემდებელი, ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1921), ფარდობითობის თეორიის ავტორი. (იხილეთ ვიდეო)

ვასილ ამაშუკელი
1886 წლის 14 მარტს დაიბადა ვასილ ამაშუკელი (1886-1977) -  ქართველი რეჟისორი და კინოოპერატორი. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი. 1908 წელს ბაქოში გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ქართველი სცენის მოღვაწენი“, „ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით“ და სხვა, ხოლო 1912 წელს ფირზე აღბეჭდა აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში (ასევე ეწოდა ამ ფილმს). (იხილეთ ვიდეო)

არნოლდ ჩიქობავა
1898 წლის 14 მარტს დაიბადა არნოლდ ჩიქობავა (1898 -1985) - ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე. (იხილეთ ვიდეო)

გიორგი გულია
1913 წლის 14 მარტს დაიბადა გიორგი გულია (1913-1989) - აფხაზი მწერალი და პოეტი. დიმიტრი გულიას შვილი.

Pan American Airways
1924 წლის 8 მარტს ნიუ-იორკში კომპანია Pan American Airways-ი ჩამოყალიბდა.(იხილეთ ვიდეო)

John Wain
1925 წლის 14 მარტს დაიბადა ჯონ უეინი (John Barrington Wain 1925-1994) - ინგლისელი პოეტი, პროზაიკოსი და კრიტიკოსი.

Frank Borman
1928 წლის 14 მარტს დაიბადა ფრენკ ბორმანი (Frank Borman) - ამერიკელი ასტრონავტი, ინჟინერი, „Apollo 8“-ის ეკიპაჟის მეთაური,  გახდა 24 ადამიანიდან ერთ-ერთი, რომელმაც  დედამიწის თანამგზავრამდე მიაღწია. (იხილეთ ვიდეო)

Quincy Jones
1933 წლის 14 მარტს დაიბადა ქუინსი ჯონსი (Quincy Jones) - ამერიკელი კომპოზიტორი, მესაყვირე, არანჟირების ოსტატი და მუსიკალური პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

Michael Caine
1933 წლის 14 მარტს დაიბადა მაიკლ კეინი (Maurice Joseph Micklewhite) -  ინგლისელი მსახიობი, ორი „ოსკარის“ მფლობელი. დაჯილდოვებულია ორდენით „Most Excellent Order of the British Empire“.  კეინი არის ერთ–ერთი იმ ორი მსახიობთაგან (მეორეა ჯეკ ნიკოლსონი), რომელიც 1960 წლიდან - 2000 წლამდე ყოველ ათწლეულში ნომირებული იყო პრემია „ოსკარზე“. (ოფიციალური ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

Wolfgang Petersen
1941 წლის 14 მარტს  დაიბადა ვოლფგანგ პეტერსენი (Wolfgang Petersen) - გერმანელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. (იხილეთ ვიდეო)

Billy Crystal
1947 წლის 14 მარტს დაიბადა ბილი კრისტალი (William Edward Crystal) - ამერიკელი კომიკოსი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი.  (იხილეთ ვიდეო)

Gianni Bella
1947 წლის 14 მარტს დაიბადა ჯანი ბელა (Gianni Bella) - იტალიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, განსაკუთრებით ცნობილია, როგორც ადრიანო ჩელენტანოსთვის (Adriano Celentano) შექმნილი მრავალი კომპოზიციის ავტორი. (იხილეთ ვიდეო)

Aamir Khan
1965 წლის 14 მარტს დაიბადა ამირ კხანი (Mohammed Aamir Hussain Khan) - ინდოელი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი და ტელეწამყვანი. (იხილეთ ვიდეო)

Nicolas Anelka
1979 წლის 14 მარტს დაიბადა ნიკოლა ანელკა (Nicolas Sébastien Anelka) - ფრანგი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

Jamie Bell
1986 წლის 14 მარტს დაიბადა ჯეიმი ბელი (Andrew James Matfin Bell) - ინგლისელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE