15.04.2021
KA  
 
8 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
07.03.2021
ფოტო

Carl Philipp Emanuel Bach
1714 წლის 8 მარტს დაიბადა კარლ ფილიპ ემანუელ ბახი (Carl Philipp Emanuel Bach 1714 - 1788  იოჰან სებასტიან ბახის ვაჟიშვილი)  - გერმანელი კომპოზიტორი.(იხილეთ ვიდეო)

Пётр I
1722 წლის 8 მარტს პეტრე I -ის (Пётр I Алексеевич 1672 - 1725 1682 წლიდან  მეფე მოსკოვის რომანოვების დინასტიიდან და პირველი რუსეთის იმპერატორი 1721 წლიდან) ბრძანებით პეტერბურგში ამინდზე სისტემატიური დაკვირვებები დაიწყო.

Cacerolazo
1857 წლის 8 მარტს მსოფლიოში პირველად  ნიუ-იორკში ტექსტილის წარმოებისა და სამკერვალო ფაბრიკების მუშებმა „ცარიელი ქვაბების მარში“ (Cacerolazo-სიღარიბის საწინააღმდეგოდ მოწყობილი ქუჩის აქცია, რომლის მსვლელობის მონაწილეები ცარიელ ქვაბებს ან სამზარეულოს სხვა ნივთებზე ხმას გამოსცემენ) მოაწყვეს. (იხილეთ ვიდეო)

Alan Hovhaness
1911 წლის 8 მარტს დაიბადა ალან ჰოვანესი (Alan Hovhaness 1911 -2000) - სომხური და შოტლანდიური წარმოშობის ამერიკელი კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

International women's day 
1914 წლის 8 მარტს კლარა ცეტკინის (Clara Zetkin - გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიაში კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტი) თაოსნობით კოპენჰაგენში (დანია) პირველად ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა (International women's day). (იხილეთ ვიდეო)

შალვა ამონაშვილი
1931 წლის 8 მარტს დაიბადა შალვა ამონაშვილი - ქართველი პედაგოგი და ფსიქოლოგი. (იხილეთ ვიდეო)

ლია კაპანაძე
1934 წლის 8 მარტს დაიბადა ლია კაპანაძე - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

The Beatles
1962 წლის 8 მარტს რადიო BBC-ზე ჯგუფი «The Beatles»-ის (მაშინ დასარტყამ ინსტრუმენტზე პიტ ბესტი გამოდიოდა) დებიუტი შედგა. მათ როი ორბისონის სიმღერა «Dream Baby» შეასრულეს. (იხილეთ ვიდეო)

André Santos
1983 წლის 8 მარტს დაიბადა ანდრე სანტოსი (André Clarindo dos Santos) - ბრაზილიელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

Beavis and Butt-head
1993 წლის 8 მარტს MTV-ზე მულტიპლიკაციური გმირების Beavis-ისა და  Butt-head-ის დებიუტი შედგა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE