15.04.2021
KA  
 
7 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
06.03.2021
ფოტო

Robert Roy MacGregor
1671 წლის 7 მარტს დაიბადა რობ როი (Robert Roy MacGregor 1671-1734) - შოტლანდიის ნაციონალური გმირი,  ყაჩაღი, რომელსაც ხშირად შოტლანდიელ რობინ ჰუდს (Robin Hood) უწოდებდნენ. (იხილეთ ვიდეო)

Nicéphore Niépce
1765  წლის 7 მარტს დაიბადა ჟოზეფ ნისეფორ ნიეპსი (Joseph Nicéphore Niépce 1765-1833) - ფრანგი გამომგონებელი, ფოტოგრაფიის ერთ-ერთი შემქნელი.(იხილეთ ვიდეო)

Maurice Ravel
1875 წლის 7 მარტს დაიბადა მორის რაველი (Joseph Maurice Ravel 1875-1937) - ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი.  (იხილეთ ვიდეო)

Alexander Graham Bell
1876 წლის 7 მარტს ალექსანდრე ბელმა (Alexander Graham Bell 1847 - 1922) - დააპატენტა ტელეფონი. (იხილეთ ვიდეო)

პოლიკარპე კაკაბაძე
1895 წლის 7 მარტს დაიბადა პოლიკარპე კაკაბაძე (1895-1972) - ქართველი დრამატურგი. (იხილეთ ვიდეო)

Anna Magnani
1908 წლის 7 მარტს დაიბადა ანა მანიანი (Anna Magnani 1908-1973) - იტალიელი მსახიობი. პირველი იტალიელი მსახიობი ქალი, რომელიც პრემია „ოსკარის“ ლაურეატი გახდა (1955).  (იხილეთ ვიდეო)

Kōbō Abe
1924 წლის 7 მარტს დაიბადა კობო აბე (ნამდვილი სახელი აბე კიმიფუსა 1924-1993) - იაპონელი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და ფოტოგრაფი. (იხილეთ ვიდეო)

Monopoly
1933 წლის 7 მარტს Atlantic City-ში  (აშშ, შტატი - New Jersey ) ჩარლზ დაროუმ (Charles Brace Darrow  1889 - 1967) გამოიგონა თამაში "მონოპოლია" (Monopoly). (იხილეთ ვიდეო)

ჟიული შარტავა
1944 წლის 7 მარტს დაიბადა ჟიული შარტავა (1944-1993) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1993). დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმის დაცემის დღეს. სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული აქვს მინიჭებული. (იხილეთ ვიდეო)

რუსუდან კიკნაძე
1946 წლის 8 მარტს დაიბადა რუსუდან კიკნაძე - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Bryan Cranston
1956 წლის 7 მარტს დაიბადა ბრაიან კრენსტონი (Bryan Lee Cranston) - ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი. (იხილეთ ვიდეო)

Ivan Lendl
1960 წლის 7 მარტს დაიბადა ივან ლენდლი (Ivan Lendl)- ჩეხი და ამერიკელი ჩოგბურთელი, ყოფილი პირველი ჩოგანი,  „Grand Slam“-ის ტურნირების 8-გზის გამარჯვებული. (იხილეთ ვიდეო)

Rachel Weisz
1970 წლის 7 მარტს დაიბადა რეიჩელ ვაისი (Rachel Weisz) - ბრიტანელი მსახიობი, პრემია „ოსკარის“ ლაურეატი. (იხილეთ ვიდეო)

Mathieu Flamini
1984 წლის 7 მარტს დაიბადა მატიე ფლამინი (Mathieu Flamini) - ფრანგი ფეხბურთელი.  (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE