08.08.2020
KA  
 
12 მაისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
11.05.2020
ფოტო

დანტე გაბრიელ როსეტი
1828 წლის 12 მაისს დაიბადა დანტე გაბრიელ როსეტი (Dante Gabriel Rossetti 1828-1882) - ინგლისელი პოეტი, მთარგმნელი, ილუსტრატორი და მხატვარი. (იხილეთ ვიდეო)

ჟიულ მასნე
1842 წლის 12 მაისს დაიბადა ჟიულ მასნე (Jules Émile Frédéric Massenet 1842-1912) - ფრანგი კომპოზიტორი, მრავალი ოპერის ავტორი. (იხილეთ ვიდეო)

კლემენს პირკე
1874 წლის 12 მაისს დაიბადა კლემენს პირკე (Clemens von Pirquet 1874-1929) - ავსტრიელი პედიატრი, რომელმაც ტუბერკულოზის დიაგნოსტიკური ტესტი დანერგა, დღეს ცნობილია, როგორც „პირკეს სინჯი“ (Mantoux test), ამავე დროს მან „ალერგიის“ (Allergy) მცნება შემოიტანა.

ჯიდუ კრიშნამურტი
1895 წლის 12 მაისს დაიბადა ჯიდუ კრიშნამურტი (Jiddu Krishnamurti 1895-1986) - ინდოელი ფილოსოფოსი და სულიერი მასწავლებელი. (იხილეთ ვიდეო)

კათრინ ჰეპბერნი
1907 წლის 12 მაისს დაიბადა კათრინ ჰეპბერნი (Katharine Hepburn 1907 - 2003)- ამერიკელი მსახიობი, ოთხი "ოსკარის" მფლობელი.  (იხილეთ ვიდეო)

იოზეფ ბოისი
1921 წლის 12 მაისს დაიბადა იოზეფ ბოისი (Joseph Beuys 1921-1986) - გერმანელი მხატვარი, პოსტმოდერნიზმის (Postmodernism) ერთ-ერთი მთავარი თეორიტიკოსი. (იხილეთ ვიდეო)

გუგული მგელაძე
1928 წლის 12 მაისს დაიბადა ყარამან (გუგული) მგელაძე (1928-2015) - ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი. (იხილეთ ვიდეო)

ბერტ ბაკარაკი
1929 წლის 12 მაისს დაიბადა ბერტ ბაკარაკი (Burt Freeman Bacharach) - ამერიკელი კომპოზიტორი, პიანისტი და კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

ხესუს ფრანკო
1930 წლის 12 მაისს დაიბადა ხესუს ფრანკო (Jesús "Jess" Franco 1930-2013) - ესპანელი რეჟისორი, მსახიობი, ოპერატორი, პროდიუსერი და სცენარისტი. ფრანკოს ნამუშევრები ხშირად სკანდალურ პოპულარობას იძენდა. (იხილეთ ვიდეო)

Андрей Вознесенский
1933 წლის 12 მაისს დაიბადა ანდრეი ვოზნესენსკი (Андрей Вознесенский 1933-2010) - რუსი პოეტი. პროზაიკოსი, მხატვარი და არქიტექტორი. (იხილეთ ვიდეო)

იმედა კახიანი
1937 წლის 12 მაისს დაიბადა იმედა კახიანი - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

სტივ უინვუდი
1948 წლის 12 მაისს დაიბადა სტივ უინვუდი (Steve Winwood) - ინგლისელი როკ-მუსიკოსი, მულტიინსტრუმენტალისტი და სიმღერების ავტორი. (იხილეთ ვიდეო)

ბრიუს ბოქსლეიტნერი
1950 წლის 12 მაისს დაიბადა ბრიუს ბოქსლეიტერნი (Bruce Boxleitner) - ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Gabriel Byrne
1950 წლის 12 მაისს დაიბადა გებრიელ ბირნი (Gabriel Byrne) - ირლანდიელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მწერალი. (იხილეთ ვიდეო)

Elizabeth Taylor and Eddie Fisher
1959 წლის 12 მაისს ელიზაბეთ ტეილორი (Elizabeth Rosemond Taylor 1932-2011) მეოთხეჯერ გათხოვდა, ცოლად გაჰყვა ედი ფიშერს (Eddie Fisher 1928-2010), ხუთი წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.  (იხილეთ ვიდეო)

Emilio Estevez
1962 წლის 12 მაისს დაიბადა ემილიო ესტევესი (Emilio Estevez) - ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი, მსახიობი მარტინ შინის (Martin Sheen) ვაჟი. (იხილეთ ვიდეო)

Mick Jagger and Bianca Macías
1971 წლის 12 მაისს სენ-ტროპეში (Saint-Tropez - ქალაქი საფრანგეთში) მიკ ჯაგერი (Mick Jagger) ბიანკე პერეს-მორა მასიასზე (Bianca Pérez-Mora Macías) დაქორწინდა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE