08.08.2020
KA  
 
11 მაისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
10.05.2020
ფოტო

იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი
1752 წლის 11 მაისს დაიბადა იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი (Johann Friedrich Blumenbach 1752-1840) - გერმანელი ფიზიოლოგი, ანატომი, ანთროპოლიგი, მედიცინოს დოქტორი და პროფესორი. 1795 წელს საქართველოში აღმოჩენილმა თავის ქალამ ბლიუმენბახს უბიძგა, რომ წამოეყენებინა ჰიპოთეზა ევროპელების კავკასიური წარმომავლობის შესახებ. კრანიომეტრიული კვლევების საფუძველზე ბლუმენბახმა ადამიანები ხუთ რასად დაჰყო:
1) კავკასიური - თეთრი რასა;  2) მონღოლოიდური - ყვითელი რასა; 3) მალაიზიური - ყავისფერი რასა; 4) ნეგროიდული - შავი რასა; 5) ამერიკანოიდული - წითელი რასა. (იხილეთ ვიდეო)

ირვინ ბერლინი
1888 წლის 11 მაისს დაიბადა ირვინ ბერლინი (ნამდვილი სახელი: Israel Isidore Beilin 1888-1989) ამერიკელი კომპოზიტორი. (იხილეთ ვიდეო)

სალვადორ დალი
1904 წლის 11 მაისს დაიბადა სალვადორ დალი  (Salvador Dali 1904 - 1989) - ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და მოქანდაკე, სურეალიზმის (Surrealism) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი. (იხილეთ ვიდეო)

ფარდობითობის თეორია
1916 წლის 11 მაისს ალბერტ აინშტეინმა (Albert Einstein  1879 - 1955 თანამედროვე თეორიული ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1921 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი, საზოგადო მოღვაწე - ჰუმანისტი) ფარდობითობის თეორია (Theory of relativity)  საჯაროდ წარმოადგინა. (იხილეთ ვიდეო)

კამილო ხოსე სელა
1916 წლის 11 მაისს დაიბადა კამილო ხოსე სელა (Camilo José Cela  1916 - 2002) - ესპანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1989). (იხილეთ ვიდეო)

მარკო ფერერი
1928 წლის 11 მაისს დაიბადა მარკო ფერერი (Marco Ferreri 1928 - 1997) - იტალიელი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ვალენტინო გარავანი
1932 წლის 11 მაისს დაიბადა ვალენტინო გარავანი (Valentino Clemente Ludovico Garavani) - იტალიელი მოდელიორი, სამოდელო სახლი Valentino-ს დამფუძნებელი. მოდური მარკების Valentino Garavani-ს, Valentino Roma-ს, და R.E.D. Valentino-ს შემქმნელი. (ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

გიორგი შენგელაია
1937 წლის 11 მაისს დაიბადა გიორგი შენგელაია (1937-2020) - ქართველი კინორეჟისორი. (იხილეთ ვიდეო)

ერიკ ბარდონი
1941 წლის 11 მაისს დაიბადა ერიკ ბერდონი (Eric Burdon) - ბრიტანელი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ "Animals" -ის ვოკალისტი და სიმღერების ავტორი. (ჯგუფის ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

Polaroid
1949 წლის 11 მაისს ნიუ-ორკში პირველი "პოლაროიდის" (Polaroid)  ფოტოაპარატი გაიყიდა, მაშინ მისი ფასი 89 დოლარი და 95 ცენტი იყო.(იხილეთ ვიდეო)

ფრენსის ფიშერი
1952 წლის 11 მაისს დაიბადა ფრენსის ფიშერი (Frances Louise Fisher) - ბრიტანული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ადოლფ ეიხმანი
1960 წლის 11 მაისს ისრაელის სპეცსამსახურის აგენტებმა ბუენოს-აირესში ნაცისტური დამნაშავე ადოლფ ეიხმანი (Adolf Eichmann 1906-1962) დააკავეს, რომელიც შემდგომ საიდუმლოდ გაყვანილი იქნა ქვეყნიდან. იგი სასამართლოს წინაშე წარსდგა და 1962 წელს სიკვდილით იქნა დასჯილი. (იხილეთ ვიდეო)

ნატაშა რიჩარდსონი
1963 წლის 11 მაისს დაიბადა ნატაშა რიჩარდსონი (Natasha Richardson 1963-2009) - ინგლისელი და ამერიკელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ლეტიცია კასტა
1978 წლის 11 მაისს დაიბადა ლეტიცია კასტა (Laetitia Casta) - ფრანგი მოდელი და მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

Cats (musical)
1981 წლის 11 მაისს ლონდონში ენდრიუ უებერის (The Lord Lloyd-Webber) მიუზიკლი „კატების“ (Cats) პრემიერა გაიმართა. (იხილეთ ვიდეო)

მიშა მესხი
1982 წლის 11 მაისს დაიბადა მიშა მესხი - ქართველი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ანდრეს ინიესტა
1984 წლის 11 მაისს დაიბადა ანდრეს ინიესტა (Andrés Iniesta Luján) - ესპანელი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

Madonna
1985 წლის 11 მაისს მომღერალი მადონას (Madonna Louise Ciccone) სინგლმა «Crazy For You» (კინოფილმიდან «Vision Quest») აშშ-ში პირველი ადგილი დაიკავა. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Roxette
1991 წლის 11 მაისს შვედური დუეტი «Roxette» სიმღერით «Joyride» ამერიკულ ჰიტ-აღლუმში პირველ ადგილს იკავებს. (იხილეთ ვიდეო)

პოლმაკ-კარტნი
2003 წლის 11 მაისს პოლ მაკ-კარტნი (Paul McCartney) პირველი როკ-მუსიკოსი გახდა, რომელიც ლეგენდარულ არენა კოლისეუმზე (Colosseum) გამოვიდა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE