10.08.2020
KA  
 
23 ივნისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
22.06.2020
ფოტო

José Cándido Expósito
1771 წლის 23 ივნისს ესპანეთში კორიდის (Bullfighting) დროს პირველი მატადორი - José Cándido Expósito დაიღუპა. 

United States Secret Service
1860 წლის 23 ივნისს აშშ-ში საიდუმლო სამსახური (United States Secret Service) შეიქმნა. (იხილეთ ვიდეო)

Typewriter 
1868 წლის 23 ივნისს კრისტოფერ შოულზმა (Christopher Latham Sholes 1819-1890)  ვისკონსინიდან საბეჭდი მანქანა (Typewriter) დააპატენტა. მისი კლავიატურა როიალისას წააგავდა, ბეჭდავდა მხოლოდ დიდ ასოებს, ამავე დროს მბეჭდავს თავისი ნაბეჭდის ყურება არ შეეძლო, ვინაიდან ქაღალდი პლანშეტის შიგნით იმყოფებოდა. (იხილეთ ვიდეო)

The Internationale
1888 წლის 23 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ლილში (Lille) მბეჭდავების დღესასწაულზე მუშების გუნდის შესრულებით პირველად გაჟღერდა "ინტერნაციონალი" (The Internationale), სიმღერა პოეტ-კომუნარ ეჟენომ პოტიეს (Eugène Edine Pottier) ეკუთვნოდა, რომელიც მან  პარიზის კომუნის განადგურების შემდეგ მაშინვე დაწერა, 17 წლის შემდეგ ტექსტი პარიზელი მუშის პიერ დეგეიტერის(Pierre Degeyter) დაწერილ მუსიკას დაედო. 1944 წლამდე "ინტერნაციონალი" საბჭოთა კავშირის ჰიმნი იყო, იგი ახლაც კომუნისტური პარტიის ჰიმნს წარმოადგენს. (იხილეთ ვიდეო)

ანა ახმატოვა
1889 წლის 23 ივნისს დაიბადა ანა ახმატოვა (ნამდვილი გვარი გორენკო) (Анна Ахматова 1889-1996) -  რუსი პოეტი, მწერალი, ლიტერატორი, ლიტერატურ კრიტიკოსი, მთარგმნელი. (იხილეთ ვიდეო)  

ალან ტიურინგი
1912 წლის 23 ივნისს დაიბადა ალან ტიურინგი (Alan Mathison Turing 1912-1954) - ინგლისელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, კრიპტოგრაფი, პირველი გამომთვლელი მანქანების შემქმნელი, მისმა ნაშრომებმა თანამედროვე კომპიუტერის შექმნას დაუდო საფუძველი. (იხილეთ ვიდეო)

რეზო გაბრიაძე
1936 წლის 23 ივნისს დაიბადა რეზო გაბრიაძე -  ქართველი მხატვარი, კინოსა და თეატრის რეჟისორი და მწერალი. (იხილეთ ვიდეო)

სტიუარტ სატკლიფი
1940 წლის 23 ივნისს დაიბადა სტიუარტ სატკლიფი (Stuart Fergusson Victor Sutcliffe 1940 - 1962) - შოტლანდიელი მხატვარი და  «The Beatles»-ის პირველი ბას-გიტარისტი. (ჯგუფში უკრვდა 1960 - 1961 წლებში) (იხილეთ ვიდეო)

ბრაიან ბრაუნი
1947 წლის 23 ივნისს დაიბადა ბრაიან ბრაუნი (Bryan Neathway Brown) - ავსტრალიელი მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

ფრანსის მაკდორმანდი
1957 წლის 23 ივნისს დაიბადა ფრანსის მაკდორმანდი (Frances McDormand)- ამერიკელი მსახიობი, პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

ვალერი მელაძე
1965 წლის 23 ივნისს დაიბადა ვალერი მელაძე (Валерий Меладзе) - რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი. (იხილეთ ვიდეო)

Zinédine Zidane
1972 წლის 23 ივნისს დაიბადა ზინედინ ზიდანი (Zinédine Yazid Zidane)  - ალჟირული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. (იხილეთ ვიდეო)

ელის კუპერი
1975 წლის 23 ივნისს ელის კუპერი (ნამდვილი სახელი ვინსენტ დეიმონ ფურნიე. Alice Cooper -Vincent Damon Furnier) - ამერიკელი როკ-მუსიკოსი, ვოკალისტი და სიმღერების ავტორი) ვანკუვერში (Vancouver) გამოსვლის დროს სცენიდან ჩამოვარდა, რის შედეგადაც ექვსი ნეკნი მოიტეხა. ტურნეს ეწოდებოდა " კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს კოშმარებში ". (მუსიკოსის ვებ-გვერდი)  (იხილეთ ვიდეო)

პატრიკ ვიეირა
1976 წლის 23 ივნისს დაიბადა პატრიკ ვიეირა (Patrick Vieira) - სენეგალური წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE