25.10.2020
KA  
 
22 ივნისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
21.06.2020
ფოტო

ჯუზეპე მაძინი
1805 წლის 22 ივნისს დაიბადა ჯუზეპე მაძინი (Giuseppe Mazzini 1805 - 1872) - იტალიელი პოლიტიკოსი, მწერალი და ფილოსოფოსი, იტალიის გაერთიანებისთვის მებრძოლი. (იხილეთ ვიდეო)

ერიხ მარია რემარკი
1898 წლის 22 ივნისს დაიბადა ერიხ მარია რემარკი (Erich Maria Remarque 1898 - 1970) - გერმანელი მწერალი. (იხილეთ ვიდეო)

ბილი უაილდერი
1906 წლის 22 ივნისს დაიბადა ბილი უაილდერი (Billy Wilder 1906 - 2002) - ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი ("ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"), 6 პრემია „ოსკარის“ მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

კრის კრისტოფერსონი
1936 წლის 22 ივნისს დაიბადა კრის კრისტოფერსონი (Kris Kristofferson) - ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი. (იხილეთ ვიდეო)

კლაუს მარია ბრანდაუერი
1943 წლის 22 ივნისს დაიბადა კლაუს მარია ბრანდაუერი (Klaus Maria Brandauer)- ავსტრიელი მსახიობი და რეჟისორი. (იხილეთ ვიდეო)

Ната́лья Варле́й
1947 წლის 22 ივნისს დაიბადა ნატალია ვარლეი (Ната́лья Варле́й) - რუსი და საბჭოთა მსახიობი ("კავკასიელი ტყვე ქალი",  "12 სკამი"). (იხილეთ ვიდეო)

მერილ სტრიპი
1949 წლის 22 ივნისს დაიბადა მერილ სტრიპი (Mary Louise "Meryl" Streep) - ამერიკელი მსახიობი, 3 პრემია "ოსკარის" მფლობელი. (იხილეთ ვიდეო)

სინდი ლოპერი
1953 წლის 22 ივნისს დაიბადა სინდი ლოპერი (ნამდვილი სახელი სინტია ენ სტეფანი ლაუპერ ტორინტონი) (Cyndi Lauper — Cynthia Ann Stephanie Lauper Thornton) - ამერიკელი პოპ-მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. (მუსიკოსის ვებ-გვერდი) (იხილეთ ვიდეო)

Jimmy Somerville
1961 წლის 22 ივნისს დაიბადა ჯიმი სომერვილი (Jimmy Somerville)- ბრიტანელი მუსიკოსი,  ჯგუფების: «Bronski Beat»-ის  და  «The Communards»-ების ყოფილი ლიდერი, ამჟამად სოლო-კარიერას მისდევს. (იხილეთ ვიდეო)

Hand of God goal
1986 წლის 22 ივნისს არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ (Diego Maradona) მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატში ინგლისის ნაკრების კარში „ღმერთის ხელით“  „ასწლეულის გოლი“ გაიტანა. (იხილეთ ვიდეო)

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE