25.10.2020
KA  
 
17 ივნისი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღები და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები
16.06.2020
ფოტო

ტიგრან პეტროსიანი
1929 წლის 17 ივნისს დაიბადა ტიგრან პეტროსიანი (Тигран Вартанович Петросян - Տիգրան Վարդանի Պետրոսյան 1929 - 1984) - საბჭოთა და სომეხი მოჭადრაკე,  მსოფლიოს მე-9 ჩემპიონი. (იხილეთ ვიდეო)

ბარი მანილოუ
1946 წლის 17 ივნისს დაიბადა ბარი მანილოუ (ნამდვილი სახელი ბარი ალან პინკუსი) (Barry Manilow — Barry Alan Pincus) - ამერიკელი პოპ-მომღერალი, კომპოზიტორი, პიანისტი, კომპანია "McDonald’s"-ის ჰიმნის ავტორი. (იხილეთ ვიდეო)

ჯეისონ პატრიკი
1966 წლის 17 ივნისს დაიბადა ჯეისონ პატრიკი (ნამდვილი სახელი ჯონ ენტონი მილერ ჯუნიორი) (Jason Patric — John Anthony Miller Jr.) - ამერიკელი მსახიობი.(იხილეთ ვიდეო)  

Middle of the Road
1971 წლის 17 ივნისს ბრიტანულ ჰიტ-აღლუმში, ხუთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა ჯგუფი «Middle of the Road»-ი სიმღერით «Chirpy Chirpy Cheep Cheep». (იხილეთ ვიდეო)

Richard Nixon
1972 წლის 17 ივნისს აშშ-ს პოლიციამ ხუთი ბოროტმოქმედის დაკავება განახორციელა, რომლებმაც ელექტრონული მოსასმენი მოწყობილობა ვაშინგტონში დემოკრატიული პარტიის შტაბში, სასტუმრო კომპლექს "უოტერგეიტში" დააყენეს. ამ ფაქტის შედეგად გამოწვეული სკანდალი (Watergate scandal) პრეზიდენტი - რიჩარდ ნიქსონის (Richard Milhous Nixon 1913 - 1994  - აშშ-ს 37-ე პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიიდან) პოლიტიკური კარიერის დასასრულის მიზეზი გახდა. (იხილეთ ვიდეო)

Led Zeppelin
1980 წლის 17 ივნისს ჯგუფმა «Led Zeppelin»-მა სამკვირიანი ევროპული ტურნე დაიწყო, როგორც აღმოჩნდა ეს ჯგუფის გამოსამშვიდებელი გასტროლი იყო, რადგან ჯგუფის დრამერის - ჯონ ბონემის (John Bonham 1948 - 1980) სიკვდილის შემდეგ,  ჯგუფმა თავისი არსებობა შეწყვიტა. (იხილეთ ვიდეო) 

 
   
ამინდის პროგნოზი მსოფლიო დრო ვალუტის კურსი მენიუ
meteo.gov.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სხვა ქვეყნები
საქართველო
თბილისი
განმარტება
ინფო სამყარო
ორგანიზაციების
ონლაინ-ცნობარი

საჭირო ნომრები
დღის აფიშა
ვებ კატალოგი
ბავშვთა სამყარო
პროექტის შესახებ
კონტაქტი
 
2007-2015 Studio Webgeorgia © CODNA.GE